საკვირაო სკოლის საუბრები

საკვირაო სკოლის საუბრები

მასალები შეკრიბა და წიგნი გამოსაცემად მოამზადა გორის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მღვდელმა ბასილმა (ფოსური).

წიგნი გამოიცა გორისა და ატენის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას (გვაზავა) ლოცვა კურთხევით.


კომპიუტერული უზრუნველყოფა: გორის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მედავითნეთა ჯგუფი: ნინო აკოფიანი, მარიამ კედელაძე, ანა მუზიაშვილი.

კორექტორი: რუსუდან გარდაფხაძე-საგანელიძე.

მხატვარი: ქსენია კორნაჩიკი.

გმადლობ, უფალო!

2014 წლის მაისი.
გორის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის საკურთხეველი.
„გორში, სადგურის დასახლებაში, მიმდინარეობს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მშენებლობა. მინდა ამ ტაძარში იმსახურო. შეძლებ?!“ - მკითხა მეუფემ.
„ვეცდები ღვთისა და თქვენი ნდობა გავამართლო!“ - ვუპასუხე მოწიწებით. შეძლებ - მითხრა მან.
ამის შემდეგ მეუფემ მითხრა: „ბავშვები მოვლენ!“
გავაცნობიერე ჩემი პასუხისმგებლობა. დავიწყე ფიქრი მომავალზე, რა, როგორ გამეკეთებინა... მეგონა, ბავშვების მოსაზიდად, სკოლებში ან ოჯახებში მომიწევდა მისვლა, კარიკარ სიარული.
როცა ეს ფიქრები მეუფე ანდრიას გავანდე, გამიღიმა და მითხრა: - ბავშვები მოვლენ და შენ უნდა ასწავლოო.
ასეც მოხდა. ბავშვები მართლაც მოვიდნენ და მეც, ღვთის შეწევნით, ვცდილობ, ვასწავლო!
2014 წელს, ღვთის შეწევნით, მეუფის ლოცვა-კურთხევით და ხალხის თანადგომით აშენდა ტაძარი.
პირველი ღამისთევის ჩატარების შემდეგ, მეუფე გამობრძანდა ტაძრის ეზოში. გაიხედა ცარიელი ადგილისკენ, სადაც ახლა ახალი, გაფართოებული საკვირაო სკოლაა
და ჩვეული სიდარბაისლით ბრძანა: „აქ სამრევლო სკოლა აშენდება“.
მეუფის წინასწარხედვა ასრულდა!

მღვდელი ბასილი (ფოსური)

საკვირაო სკოლის დაფუძნება

საკვირაო სკოლის შეკრებები უფროს მრევლთან, შეიძლება ითქვას, ტაძრის გახსნისთანავე დაიწყო. იმის გამო, რომ შენობა ჯერ არ გვქონდა, ყოველკვირეული შეკრებები იმართებოდა პირველი მესანთლის - თეას სახლში, სადაც საამისოდ გამოყოფილი გვქონდა ერთი პატარა ოთახი. საკვირაო სკოლის შენობა კი აშენდა 2015 წელს და შეკრებებმაც იქ გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ ძველი საკვირაო სკოლის აშენებაში ლომის წილი ბატონ ზაურ საგანელიძეს ეკუთვნის. რაც შეეხება ბავშვების დალოცვას და საკვირაო სკოლის შეკრებებს, ეს ცოტა მოგვიანებით დაიწყო. საჭირო იყო, რომ ბავშვებისთვის შექმნილიყო ისეთი გარემო, სადაც ბავშვები სულიერი საზრდოს მიღებას შეძლებდნენ და ამასთან ერთად იქნებოდა სახალისო და გასართობიც, სადაც ბავშვი სიხარულით მოვიდოდა, გაიჩენდა მორწმუნე მეგობრებს. ამიტომაც საჭირო იყო რაღაცის მოფიქრება.
უფროსების ერთ-ერთი საკვირაო სკოლა სწორედ ამ საკითხს დაეთმო, სადაც მოვუსმინეთ მრევლს და გავითვალისწინეთ მათი სურვილები, თუ რითი შეიძლებოდა ეს საქმე დაწყებულიყო. ბავშვების საკვირაო სკოლის პირველი შეხვედრა ჩატარდა 2017 წლის 26 ივნისს, საღამოს 7 საათზე. პირველ შეხვედრებზე ხშირად ეწყობოდა შეჯიბრებები ლექსებში და ანდაზებში, ასევე საეკლესიო დღესასწაულების და ნივთების ამსახველი ფოტოსურათების გამოცნობაში. აი, ასე დაიწყო პირველი საკვირაო სკოლის შეკრებები.

ტაძრის მედავითნეთა და მგალობელთა ჯგუფი

საკვირაო სკოლის ფუნქციონირების შესახებ.

ბავშვების დალოცვა და საკვირაო სკოლის შეკრებები ორშაბათს, საღამოს 6 საათზე აღესრულება.
ყოველ ორშაბათობით, ბავშვების საკვირაო სკოლის დროს, ჩვენ 18:00 საათზე ვიხდით სამადლობელ პარაკლისს, შემდეგ კი შევდივართ საკვირაო სკოლის ოთახში, სადაც 40 წუთიდან 1 საათამდე ვსაუბრობთ სხვადასხვა სულიერ საკითხებზე.
საკვირაო სკოლის შეკრებები ძირითადად კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ხშირად დაფაზე ვხატავთ და შესაბამის ისტორიებს ვყვებით. ასევე, ჩვენ მონიტორზე ვნახულობთ სხვადასხვა სურათებს, საეკლესიო ნივთებს, დღესასწაულების ამსახველ ხატებს, საბავშვო ანიმაციებს, ფილმებიდან ამონარიდებს, რის შესახებაც მიმდინარეობს ბავშვებთან ერთად მსჯელობა. პერიოდულად ტარდება კონკურსები და ამ კონკურსების გამარჯვებულები საჩუქრებით ჯილდოვდებიან. ყოველი საკვირაო სკოლის შეკრება იწყება და მთავრდება ლოცვით.
საკვირაო სკოლაში თავდაპირველად მხოლოდ სადგურელი ბავშვები იყვნენ, ახლა კი სხვადასხვა ქალაქებიდან და რაიონებიდან გვსტუმრობენ. დასწრება თავისუფალია. ბავშვების ასაკი შეიძლება ითქვას, რომ 4-5 წლიდან, 14-15 წლამდეა, თუმცა შეზღუდვა არ არის. საკვირაო სკოლის შეხვედრებს ბავშვები ძირითადად მშობლებთან ერთად ესწრებიან. ბავშვების რაოდენობას რაც შეეხება, ყოველ ორშაბათს სხვადასხვა რაოდენობისაა, რადგან დასწრება, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თავისუფალია. ძირითადი რაოდენობა საკვირაო სკოლის ძველ, პატარა ოთახში მერყეობდა 50-დან 80 ბავშვამდე, ახალ დარბაზში გადასვლის შემდეგ კი 120-დან 180-მდეა.
გარდა იმისა, რომ საკვირაო სკოლაში შეხვედრები ტარდება, ჩვენ, მამა ბასილთან ერთად, ვაკეთებთ პატარ-პატარა ვიდეოებს, სხვადასხვა სულიერ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ეკლესიის 7 საიდუმლო, 9 ნეტარება, ფერისცვალება, ქრისტეშობა და ა.შ. გარდა ამისა, მამა ბასილთან ერთად ვშრომობთ კიდეც.
პირველ წლებში ბავშვები ხშირად ლექსებს ვამბობდით, ვსწავლობდით ბიბლიურ ისტორიებს და ვყვებოდით. იყო ასეთი შემთხვევა, როცა ქალბატონმა ია ბუხრიკიძემ გააკეთა ღონისძიება წმ. გიორგისთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ქალბატონ იას ღვაწლი, რომელიც ქ. გორის N6 საჯარო სკოლის პედაგოგია. ერთი პერიოდი თავისი სადამრიგებლო კლასი მოჰყავდა და ყოველ ორშაბათს ესწრებოდნენ საკვირაო სკოლის შეკრებებს. საკვირაო სკოლის შეკრებები დღემდე ხალისიანი და ამავდროულად შემეცნებითია.
იმის გამო, რომ ბავშვები ვერ ეტეოდნენ, გადაწყდა ახალი დარბაზის მშენებლობა, რომელიც 2022 წლის 24 ოქტომბერს გაიხსნა და პირველი შეხვედრა ამავე წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მშენებლობაში. მათ შორის ემიგრანტებს დიდი წვლილი აქვთ შეტანილი, რისთვისაც ვმადლობთ მათ.

ტაძრის მედავითნეთა და მგალობელთა ჯგუფი 

 

* * *

ძვირფასო მკითხველნო, წიგნში თქვენ შეხვდებით ზოგიერთ მეთოდს, რომელსაც ჩვენ გასული წლების განმავლობაში ბავშვებთან ურთიერთობისას ვიყენებდით. თქვენ ასევე შეხვდებით იგავებს, ისტორიებს, ფაქტებს ცნობილ ადამიანებზე, პატერიკებს (მცირე მონათხრობი წმინდა მამათა ცხოვრებიდან), ზღაპრებს, ლექსებს, ამონარიდებს სახარებიდან, ამბებს ჩვენი ცხოვრებიდან, რომლებმაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა და ვფიქრობ, ბავშვების გულამდეც მიდის. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს მათ აღზრდას, ზნეობრივ და ღვთისმოსავ ადამიანებად ჩამოყალიბებას.
ამ წიგნის შედგენა გახლავთ ჩვენი მოკრძალებული მცდელობა, გავუადვილოთ საქმე ყველა იმ ადამიანს, ვინც შეეცდება, საკვირაო სკოლის ფარგლებში, ბავშვებთან ურთიერთობას. ვფიქრობთ, მეტად მნიშვნელოვანია საკვირაო სკოლების არსებობა. მადლობა უფალს, ქვეყნის მასშტაბით ასეთი სკოლები ნელ-ნელა მრავლდება. წიგნი ასევე დაეხმარება მშობლებს, შვილებთან სულიერ საკითხებზე სასაუბროდ. ჩვენ აქ მოყვანილ ტექსტებს თუ მეთოდებს ბოლო ხუთი წლის მანძილზე ვაგროვებდით - წიგნებიდან, სოციალური ქსელიდან, ხალხის მონათხრობიდან და ა.შ.
ზოგიერთი მასალის გამოყენების დროს, ავტორს ვერ მივაკვლიეთ, ზოგი მათგანი კი სხვადასხვა ვარიანტით იყო წარმოდგენილი.
მკითხველს ვთხოვთ, ამის გამო ნუ დაგვძრახავს!
ისტორიები შეძლებისდაგვარად თემატურად არის დალაგებული. თქვენ შეგიძლიათ კიდევ უფრო გაამდიდროთ ისინი თქვენი ინტელექტუალური თუ სულიერი სიმაღლის შესაბამისად.
გთავაზობთ ჩვენ მიერ გამოცდილ რამოდენიმე მეთოდს, რომლებმაც საუბრები სახალისო და საინტერესო გახადა ბავშვებისთვის:
1. ლექსები და ანდაზები (პოეზიის საღამოები);
ლექსები და ანდაზები საშუალებას გვაძლევს, რომ ბავშვებთან სხვადასხვა სულიერ თუ ზნეობრივ საკითხზე ვისაუბროთ. მხოლოდ ლექსის თქმით და ტაშის დაკვრით (ტაშის დაკვრა მათ ახალისებთ) არ უნდა დავკმაყოფილდეთ. უნდა ვეცადოთ, რომ განვიხილოთ ესა თუ ის ლექსი, ანდაზა და ბავშვებთან ერთად ვიმსჯელოთ. მათ უნდა გამოთქვან თავისი აზრი, თუნდაც იგი მცდარი იყოს. უნდა მივეხმაროთ და მივაჩვიოთ საკუთარი აზრის გამოთქმას. ბავშვების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მონოლოგი არ ამართლებს. ჩვენს შემთხვევაში დიალოგმა უკეთ იმუშავა.
2. დაფაზე ხატვა;
ვცდილობდით, როგორც გამოგვდიოდა, დაფაზე დაგვეხატა ესა თუ ის ამბავი, რაზეც ვსაუბრობდით. ჩვენი დაკვირვებით ეს ბავშვებს ნაამბობის უკეთ აღქმაში ეხმარება. შეგვიძლია რომელიმე ბავშვს ვთხოვოთ, რომ მოცემულ კონკრეტულ თემაზე, მან დაფაზე წინასწარ გააკეთოს ჩანახატი. ეს თხოვნა ბავშვებისთვის დიდი მოტივაციაა.
3. მონიტორის გამოყენება;
დღევანდელი ბავშვები, შეიძლება ითქვას, ინტერნეტის თაობაა, მიჯაჭვულია ეკრანს. ჩვენ შეგვიძლია და სასურველია, რომ ეკრანი მათ სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ბევრი საბავშვო ანიმაცია არსებობს სულიერ და ზნეობრივ თემაზე, რომელსაც ბავშვებთან ერთად ვუყურებთ, შემდეგ ერთად განვიხილავთ, ვმსჯელობთ. განხილვა მნიშვნელოვანია. ასევე ვაჩვენებთ ხატებს, საეკლესიო დღესასწაულებისა და ნივთების ამსახველ კადრებს, ამონარიდებს კინოფილმებიდან. კადრებს წინასწარ ვიწერთ ინტერნეტიდან.
4. რაიმე ნივთის შეტანა აუდიტორიაში;
ამა თუ იმ საკითხზე საუბრისას, ცუდი არ იქნება თუ თვალსაჩინოებისთვის, თემის შესაბამის რაიმე ნივთს შევიტანთ აუდიტორიაში, რასაც დავაკავშირებთ სულიერ თუ ზნეობრივ საკითხთან. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობდით თემაზე: „თანამდებობა“, ჩვენ შევიტანეთ ლურსმანი და ჩაქუჩი შესაბამისი განმარტებით. ეს შემოქმედებითი პროცესია. (იხ. გვ. 25).
5. შეჯიბრებები;
ვაწყობთ შეჯიბრებებს ლექსების კითხვაში, ანდაზების გამოთქმაში, ეკრანზე გამოსახული სურათების და ხატების გამოცნობაში (ვიდრე სხვა კადრზე გადავიდოდეთ, კიდევ ერთხელ გვეძლევა საშუალება, ბავშვებთან ვისაუბროთ იმ საკითხზე, რაც ეკრანზეა გამოსახული), საეკლესიო დღესასწაულების ამსახველ საკითხებში და ა.შ.
გამარჯვებულებს ვაჯილდოვებთ, რაც ბავშვებისთვის დიდი სტიმულია.
6. შეკითხვები მსჯელობისთვის.
ქვემოთ მოყვანილ ტექსტებს ზოგს შეკითხვები აქვს დართული, ზოგს არა. ამბის მოყოლის შემდეგ, სანამ სხვა საკითხზე გადავიდოდეთ, სასურველია, ვიმსჯელოთ წაკითხულის შესახებ.

მღვდელი ბასილი (ფოსური)

შინაარსი:

სულგრძელობა
წმინდა გიორგის სასწაული
მზე და ქარი
თავისუფლება
ბუმერანგი
ორმოს ამომთხრელი ...
ძმობა
კეთილი გამყიდველი
შენი გაკეთებული, შენვე დაგიბრუნდება
ღვთისგან მონიჭებულის გამოყენება - იგავი ტალანტების შესახებ
თანამდებობა
ძუნწი და ოქრო
ეგოიზმი - ეჩო და ხერხი
ხახვი
სამოთხე და ჯოჯოხეთი
ნამდვილი ადამიანი
* * * სიკვდილმა ჰკითხა სიცოცხლეს...
მოხუცის სიბრძნე
ორი უნარი - დამახსოვრება და დავიწყება - წყალზე და ქვიშაზე დაწერილი
ახალგაზრდობის საიდუმლო
თანაგრძნობა
ბებო და ვაშლები
შეყვარებულები - ღილი
საოცარი სახლი
ღმერთზე მინდობა
* * * ერთი ქალი...
ექიმი მარკი
ბოლო ვაგონი
ღმერთს მინდობილი მეისრე
გამბედაობა სიმართლის დასაცავად
სამართლის ლექცია
მოთმინება
ქრისტეს გულისთვის მოვითმენ
* * * ერთ ბერს
მოთმინებას ვაგროვებ
მოთმინება და შეუპოვრობა
იგავი მთესველის შესახებ
სულელთან კამათი (არასოდეს ეკამათო ვირს) 
სინანული
ტალახში ჩავარდნილი მონეტა
იგავები დაკარგულ ცხვარზე და
დაკარგულ დრაქმაზე
უძღები შვილის იგავი
სამოსელი პირველი
ბეჭედი გაუკეთეს უძღებ შვილს
იგავის მთავარი შინაარსი
ღვთის სათნო საქმე
ერთი შეხედვით არ შეაფასო
გოგონა და ვაშლები 

ინციდენტი საავადმყოფოში
ძაღლი და ქვეწარმავალი
ცოლ-ქმარი საკრუიზო ლაინერით
დაფიქრდი, სანამ განსჯი
ცოდვის დანახვა
დიდი და პატარა ცოდვები
სინდისი
რა არის სინდისი?
ქვები ბოსტნეულის ნაცვლად
მართალი ძმა
რასაც ღმერთი მოგვივლენს...
რასაც ღმერთი მოგვივლენს, ჩვენთვის უკეთესია
ოკეანეში გემმა კატასტროფა განიცადა
როგორიც ვარ, ისე შევაფასებ სხვას
განკითხვა
გახვრეტილი სათლი
არ იცი - სხვის ადგილზე რას გააკეთებ
ფუტკარი და ბუზი
ღირსება
უღირსი საქციელი
ივან ფერნანდესი და აბელ მუტაი
ბორის პაიჭაძე
*** ეცადნენ
სიტყვა
ენით დაჭრილი (დაკოდილი)
ამბავი აღმოსავლელ ხელმწიფეზე
სიხარბე
ოქროს კვერცხის მდებელი ბატი
ებრაელი ექიმი

თავდაჯერებულობა
მათემატიკის მასწავლებელი მინესოტადან
მასწავლებლის წერილი დედას
ყოველთვის ასე არ იქნება
მადლიერება
ათი კეთროვანი
მეფე და ძაღლები
მწყემსი ბიჭი
ორი ანგელოზი
აინშტაინი
სიმდიდრე და სიღარიბე
იგავი მდიდარსა და ლაზარეზე
მდიდარი და ლაზარე
მუტრუკი მიტომ მუტრუკობს
სადიო მანე
სამი მეგობარი
სიმდიდრე არ უნდა ითხოვო
სტუმარი ღვთისაა
სტუმრის პური
*** ერთი ძლიერ მორწმუნე
საშობაო იგავი
იანუშ კორჩაკის გმირობა
იანუშ კორჩაკის აღზრდის 10 მცნება მშობლებისათვის
იოსებ ჟორდანიას ხსოვნას
ფანქარი და ადამიანი
თავნება თაგვი
მეგობრობა
ორი მეზობელი

ბრმა და ხეიბარი
სასწაულებრივი ჭა
ლოცვა
ღატაკთა და უბადრუკთა ლოცვას
დიდი ძალა აქვს ღვთის წინაშე
მუნჯი ლოცვა
სამი განდეგილის ლოცვა 
ორი ნიჩაბი
წირვის ძალა
წერილი ზეცაში
მრისხანება
ლურსმნები ბოძზე
რომელი შვილია უკეთესი?
საახალწლო სურვილი
სულიერი ბრძოლა
ორი მგელი
7 გვირგვინი
დედის დარიგება
დაკარგული 20 ლარი
მორჩილების ძალა
ეშმაკმა მხოლოდ ცხენი აუშვა
დაკარგული ბავშვი - დედა
ერთი მანეთის შოვნა
წინასწარ შექმნილი განწყობა
აზრები - ცხელი ნახშირი - ავი ძაღლი
ლეონარდო და ვინჩი - საიდუმლო სერობა
იგავი უმოწყალო მევალეზე
სიზმარი
ღმერთის დაცინვის ცნობილი ფაქტები და შედეგები
ზოიას დგომა
ბედნიერება
სად არის ბედნიერება
პროფესორის დარიგება
გველი და ციცინათელა
წარმატების ორი გაგება
ბრძენი და ხელმწიფე
საჩუქარი უფალს
მოსე და მწყემსი
ქვრივის ორი ლეპტა
ელია თეზბიტელი და ქვრივი დედაკაცი

 

კატეგორია: მამა ბასილი (ფოსური) | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (16.12.2023)
ნახვა: 179 | თეგი: მღვდელი, ფოსური, საუბრები, საკვირაო სკოლა, ბასილი | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar