
ცხოვრობდა ერთი მოხუცი. მივიდა მასთან სიკვდილი და ეუბნება:
- დროა, საიქიოს გასამგზავრებლად მოემზადო.
- ცოტა ხანს დამაცადე, რომ მოვემზადო, - სთხოვა მოხუცმა.
- კარგი, - დაეთანხმა სიკვდილი, - ხვალ წაგიყვან.
სიკვდილი დაინტერესდა, როგორ მოემზადებოდა მოხუცი. ბუჩქებში დაიმალა და თვალთვალი დაიწყო. სიკვდილი ხედავს: მოხუცმა აიღო ნიჩაბი და შეუდგა ზეთისხილის ხის დარგვას. მთელი დღე მუხლჩაუხრელად იშრომა და დილას სარეცელთან სიკვდილს დაელოდა.
მოვიდა სიკვდილი და ეკითხება:
- ვისთვის რგავდი გუშინ მთელი დღე ხეებს? ზეთისხილი ნაყოფს ათი წლის შემდეგ მოგცემს. იმ დროისათვის შენი ძვლებიც აღარ იქნება.
ხალხისთვის, - უპასუხა მოხუცმა, - ხალხისთვის, რომელთაც ოცი წლის შემდეგაც ენდომებათ ზეთი ლამპარში ჩაასხამელად და ბნელის გასანათებლად.
|