
მაღაზიაში კაცი გამყიდველს ეკითხება:
- რა ღირს ბანანი?
– სამი და სამოცი ერთი კილოგრამი, – პასუხობს გამყიდველი.
- ვაშლი?
- ვაშლი ორი და ორმოცი.
ამ დროს მაღაზიაში შემოდის მოხუცი კაცი და კითხულობს:
- შვილო, რა ღირს ბანანი და ვაშლი?
- ბანანი ლარი და ოცი, ვაშლი სამოცი თეთრი - უთხრა მოლარემ.
- გაიხარე, შვილო, რა კარგი ფასები გაქვს, თითო კილო ამიწონე.
აუწონა და გაატანა მოხუცს გამყიდველმა ვაშლი და ბანანი.
- მადლობა ღმერთს, ახლა პურსაც ვიყიდი, – თქვა მოხუცმა, როდესაც მაღაზიიდან გავიდა.
გამყიდველი მოუბრუნდა კაცს და უთხრა:
- ძმაო, ბოდიშს გიხდი, ამ ბაბუას საშინელი რამ დაემართა, ავტოკატასტროფაში შვილი და რძალი დაეღუპა და დარჩა რვა წლის ბავშვი. ეს რომ გავიგე, მინდოდა დავხმარებოდი, მაგრამ ფინანსურ დახმარებაზე კატეგორიულად უარი თქვა. შემდეგ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, ჩემთან როცა მოვა, ყოველთვის დაბალ ფასი ვუთხრა, პროდუქტის ყიდვა რომ შეძლოს. ასეცაა, ყიდულობს და და გახარებული მიდის. სასწაული იცი რა არის?! როცა ეს მოხუცებული ჩემთან მოდის, იმ დღეს ვიღაცეები ან ხურდას მიტოვებენ ან ვიღაც ისეთი მოდის, რომ თითქმის ნახევარი დახლი პროდუქტი მიაქვს. ალბათ ღმერთმა იცის, რამდენად მინდა მისი დახმარება და იმდენად მეც მეხმარება. მე კი მართლა ვლოცულობ ამ მოხუცისთვის.
საუბრის დასრულების შემდეგ, კაცი ხმის ამოუღებლად გავიდა მაღაზიიდან. გამყიდველმა დაუძახა:
- მოიცადე, ხურდა წაიღე! - მაგრამ ის აღარ დაბრუნებულა.
მის საუბარს კიდევ ერთი კაცი ისმენდა, რომელმაც შემდეგში ძალიან დიდი შეკვეთა გააკეთა და ღონისძიებისთვის ას კაცზე ხილი და ბოსტნეული იყიდა.
|