
ცხოვრობდა ქვეყნად ორი მეგობარი. ერთმანეთზე უკთესი მეგობარი არც ერთს ჰყავდა და არც მეორეს. ერთხელ ისე მოხდა, რომ ერთმანეთში ძლიერი კამათი მოუვიდათ და ერთმა მეორეს სილა გააწნა. მეორეს ეტკინა, მაგრამ დაითმინა, ხელი არ შეუბრუნა, თუმცა იქვე, ქვიშაზე დაწერა: „დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა სილა გამაწნა”.
გავიდა გარკვეული ხანი და ისინი ტბაზე ბანაობდნენ, ერთ-ერთ მათგანს ფეხზე ძარღვი გაესკვნა (რომელსაც სილა გააწნეს) და წყალში ჩაძირვა დაიწყო. მეგობარმა უშველა და ცოცხალ-მკვდარი ნაპირზე ძლივს ამოათრია.
როცა გადარჩენილმა სული მოითქვა, წამოდგა და ქვაზე ამოტვიფრა: „ჩემმა საუკეთესო მეგობარმა დღეს სიკვდილს გადამარჩინა”.
როდესაც პირველად გაწყენინე და დაგარტყი, შენ ქვიშაზე დაწერე, ახლა კი - ქვაზე, რატომ? - ეკითხება მას მეგობარი.
იმიტომ, რომ შენგან მიღებული წყენა მინდა ჩემი მეხსიერებიდან ისე წაიშალოს, როგორც ქვიშაზე ნაწერს შლის ქარი. ჩემდამი შენი კარგი საქციელი კი მინდა სულ გულზე ისე მეწეროს, როგორც ქვაზე ამოტვიფრული ნაწერი, რომელსაც ვერანაირი უამინდობა ვერ წაშლის.
|