თანამდებობა = მოვალეობა = პასუხისმგებლობა

ლურსმნის დაჭედება

თანანადები - ძველი ქართული სიტყვაა და ვალს ნიშნავს.
თანამდები - მოვალეს ნიშნავს.
თანამდებობა - მოვალეობას ანუ ვალდებულებას, პასუხისმგებლობას ნიშნავს.
მაღალი თანამდებობა მაღალ მოვალეობას, დიდ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ნიშნავს.
უფლებები? რისთვისაა უფლება?
ადამიანს თუ ლურსმნის დაჭედება დაევალა, მას დასჭირდება ჩაქუჩი.
ლურსმნის დაჭედება = მოვალეობა = პასუხისმგებლობა = თანამდებობა.
ჩაქუჩი = უფლება.
ჩაქუჩის გარეშე გაგვიჭირდება ლურსმნის დაჭედება. ასევე უფლების გარეშე გაგვიჭირდება მოვალეობის შესრულება.
უფლება არის ინტრუმენტი მოვალეობის შესასრულებლად, ისევე როგორც ჩაქუჩი არის ინსტრუმენტი ლურსმნის დასაჭედებლად.
ჩაქუჩი არ გვეძლევა იმისთვის, რომ რაიმე დავლეწოთ ან ვინმეს ვავნოთ რამე, არამედ კონკრეტული ლურსმნის დასაჭედებლად.
უფლებაც არ გვეძლევა იმისთვის, რომ ვინმეს ვავნოთ რაიმე, ან მიმართულება შევუცვალოთ და ჩვენი მიზნებისთვის გამოვიყენოთ, არამედ უფლება იმ ვალდებულების, მოვალეობის ანუ თანამდებობის შესასრულებლადაა, რაც დაგვევალა.
პაატარა ლურსმანს პატარა ჩაქუჩი სჭირდება, დიდს - დიდი. ხოლო პატარა თანამდებობას პატარა უფლება დასჭირდება, დიდ თანამდებობას კი დიდი.
ჩაქუჩს მეორე მხარეს აქვს ლურსმნის ამოსაღები, რითაც არასწორად დარტყმულ ლურსმანს იღებენ.
ადამიანები ვართ და უშეცდომო არავინაა.
ადამიანსაც აქვს შესაძლებლობა სინანულისა, რითაც არასწორად გაკეთებულ საქმეს შეინანებს და გამოასწორებს.
საბოლოოდ კი უფლის წინაშე წარვდგებით და იქ გაირკვევა, ვინ რაში გამოიყენა თავისი პატარა თუ დიდი უფლება.

მღვდელი ბასილი (ფოსური)

კატეგორია: მამა ბასილი (ფოსური) | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (02.04.2024)
ნახვა: 157 | თეგი: თანამდებობა, პასუხისმგებლობა, მოვალეობა | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar