ძუნწი და ოქრო

ძუნწი და ოქრო

ერთმა კაცმა მიწაში დიდძალი ოქრო დაფლა. ყოველდღე დადიოდა იმ ადგილის სანახავად.

მეორე კაცმა ეს რომ შეამჩნია, თქვა: მივალ, იმ ადგილს ამოვთხრი, ეს კაცი ხშირად რომ ნახულობს, და გავიგებ, იქ რა უდევსო.


ასეც მოიქცა: მივიდა ღამით, ოქრო ამოთხარა და წაიღო, მის ნაცვლად კი ლოდი ჩამარხა.


ოქროს პატრონს ისევ მოუნდა თავისი ოქროს ნახვა. ამოთხარა და ოქროს ნაცვლად ლოდი რომ დახვდა, დაიწყო ტირილი და ვაება.

მივიდა ოქროს მომპარავი კაცი და ჰკითხა: რატომ ტირიო?


ამან უთხრა: - ოქრო დავფალი, მისი დახარჯვა არ მინდოდა, მოუპარავთ და მის ნაცვლად ლოდი დაუფლავთო.


ოქროს მომპარავმა უთხრა: ვაი, შენ! რად ტირი? თუ არ დახარჯავ, მაგ მიწაში თუნდა ოქრო იდოს, თუნდა ქვა, სულ ერთი არ არისო?

სიბრძნე სიცრუისა

კატეგორია: მამა ბასილი (ფოსური) | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (02.04.2024)
ნახვა: 48 | თეგი: ძუნწი და ოქრო | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar