მზე და ქარი

მზე და ქარი

ერთხელ ქარმა და მზემ ერთმანეთში კამათი გამართეს იმის შესახებ, თუ რომელი იყო მათ შორის უფრო ძლიერი. დიდხანს იკამათეს და მერე გადაწყვიტეს, ძალა მოგზაურზე გამოეცადათ.
ქარმა თქვა: „ერთ წამში გავხდი ახლა ამას ლაბადას”, და დაუბერა. იგი ძლიერად და დიდხანს უბერავდა, მაგრამ მოგზაური სულ უფრო მჭიდროდ ეხვეოდა თავის ლაბადაში.
ამის შემდეგ მზემ დაიწყო მოგზაურის გათბობა. ალერსიანად გაუღიმა და სხივებით მოეფერა. მოგზაურმა ჯერ საყელო დაუშვა, მერე ლაბადის ქამარი შეიხსნა, ბოლოს ლაბადა გაიხადა და ხელზე გადაიკიდა.
მზემ ქარს უთხრა:
– ხომ ხედავ, მოფერებითა და ალერსით შეგიძლია უფრო მეტს მიაღწიო, ვიდრე ძალადობით.

კატეგორია: მამა ბასილი (ფოსური) | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (11.02.2024)
ნახვა: 42 | თეგი: მზე და ქარი | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar