სიკვდილმა ჰკითხა სიცოცხლეს...

სიკვდილი და სიცოცხლე

სიკვდილმა ჰკითხა სიცოცხლეს...
მე გჯობივარ თუ შენაო?
სიცოცხლემ ასე მიუგო,
არც ერთი არ ვართ ლხენაო...

ზოგს სიცოცხლე აქვს ისეთი,
არ მიბრუნდება ენაო...
გნატრობს ნეტავი სადა ხარ,
ისმინოს შენი ღრენაო..…

თუ კაცი ცოცხლობს ხალხისთვის,
მაშინ გჯობივარ მენაო.…
და თუ კი თავის თავისთვის,
რაღა თქმა უნდა, შენაო...
ილია ჭავჭავაძე


კითხვარი:
ლექსის მიხედვით, რა შემთხვევაში ჯობია სიცოცხლე?
რატომ თქვა ეს ავტორმა?

კატეგორია: მამა ბასილი (ფოსური) | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (02.04.2024)
ნახვა: 59 | თეგი: სიკვდილმა ჰკითხა სიცოცხლეს | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar