
ერთი მოხუცი და დაბრძენებულ ქალბატონს შვილიშვილებმა ჰკითხეს:
- ბებო, შენ ასეთი მძიმე ცხოვრება გაქვს გავლილი, გულით კი ჩვენზე ახალგაზრდა ხარ. ახალგაზრდობის რაიმე საიდუმლოს ხომ არ ფლობ?
- კი, ჩემო კეთილებო და საყვარლებო. ყველაფერ კარგს, რასაც ვინმე მიკეთებდა, გულის ფიცარზე ვიწერდი, ცუდს კი - წყალს ვატანდი. პირიქით რომ გამეკეთებინა, ჩემი გული საშინელი წყლულებით იქნებოდა სავსე, ახლა კი გულში კეთილსურნელოვან სამოთხეს ვგრძნობ. ღმერთმა ჩვენ ორი უძვირფასესი უნარი მოგვანიჭა: დამახსოვრება და დავიწყება. როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერება მოითხოვს მის დამახსოვრებას, ხოლო როდესაც - ბოროტებას, სიყვარული მის დავიწყებას გვავალებს.
მსჯელობისთვის:
1. რა იყო მოხუცის ქალბატონის გაახალგაზრდავების საიდუმლო?
2. რომელ ორ უნარს იყენებდა სწორად?
3. როგორ მივბაძოთ მას?
|