
(მათე 25, 14-30)
იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა.რადგანაც იმ კაცივით მოიქცევა, რომელმაც გამგზავრებისას უხმო თავის მონებს და მთელი თავისი ავლადიდება ჩააბარა.ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს – ორი, მესამეს – ერთი, თვითეულს – მისი უნარის მიხედვით, და გაემგზავრა.
ხუთი ტალანტის მიმღები წავიდა, ივაჭრა და ხუთი სხვა ტალანტიც მოიგო. ასევე ორი ტალანტის მიმღებმა მოიგო ორი სხვაც. ხოლო ერთი ტალანტის მიმღები წავიდა, მიწაში დაფლა და დამალა თავისი პატრონის ვერცხლი.
დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა იმ მონების პატრონი და ანგარიში მოსთხოვა მათ. ეახლა ხუთი ტალანტის მიმღები, ხუთი სხვა ტალანტიც მიართვა და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ხუთი ტალანტი და, აჰა, მათი წყალობით, ხუთი სხვა ტალანტიც მოვიგე. ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკიღა მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში.
ეახლა ორი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ორი ტალანტი და აჰა, მათი წყალობით, ორი სხვა ტალანტიც მოვიგე. ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკი მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში.
ეახლა ერთი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ; მოიმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრებ, სადაც არ დაგიბნევია. ჰოდა, შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი; აჰა, შენი შენავე გქონდეს. ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა მონავ! იცოდი, რომ მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია. ამიტომაც გმართებდა ვაჭრებისათვის მიგეცა ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ.
მაშ, წაართვით მაგას ტალანტი, და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაც აქვს.
დიახ, ბავშვებო, მოვა იესო ქრისტე ადამიანების განსასჯელად და თითოეულ ჩვენგანს მოჰკითხავს, ვინ როგორ ვცხოვრობდით და ვაკეთებდით თუ არა ამქვეყნად სიკეთეს.
იგი იმ კაცივით მოიქცევა, რომელმაც საქმეებზე გამგზავრების წინ უხმო საკუთარ მონებს და მთელი თავისი ავლადიდება ჩააბარა. ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი, მესამეს - ერთი, თითოეულს - მისი უნარის მიხედვით, და გაემგზავრა. ხუთი ტალანტის მიმღები წავიდა, ივაჭრა და ხუთი სხვა ტალანტიც მოიგო. ასევე ორი ტალანტის მიმღებმა მოიგო ორი სხვაც. ხოლო ერთი ტალანტის მიმღები წავიდა, მიწაში დაფლა და დამალა თავისი პატრონის ვერცხლი. დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა იმ მონების პატრონი და ანგარიში მოსთხოვა მათ. ეახლა ხუთი ტალანტის მიმღები, ხუთი სხვა ტალანტიც მიართვა და უთხრა: „ბატონო, შენ მომეცი ხუთი ტალანტი და, აჰა, მათი წყალობით, ხუთი სხვა ტალანტიც მოვიგე“. პატრონმა მიუგო მას: „კეთილი, სანდო და სარწმუნო მონავ! რაკიღა მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ; შემოდი შენი პატრონის სიხარულში“. ეახლა ორი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: „ბატონო, შენ მომეცი ორი ტალანტი და აჰა, მათი წყალობით, ორი სხვა ტალანტიც მოვიგე“. პატრონმა მიუგო: „კეთილო, სანდო და სარწმუნო მონავ! რაკი მცირედში სანდო იყავი, დიდს განდობ შენ; შემოდი შენი პატრონის სიხარულში“. ეახლა ერთი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: „ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ; იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრებ, სადაც არ დაგიბნევია. ჰოდა, შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი; აჰა, შენი შენვე გქონდეს“. პატრონმა მიუგო: „უკეთურო და მცონარა მონავ! იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია. ამიტომაც გმართებდა ვაჭრებისათვის მიგეცა ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ. მაშ, წაართვით მაგას ტალანტი, და მიეცით ათი ტალანტის მქონეს. რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს ისიც წაერთმევა, რაც აქვს. ხოლო ეგ ურგები მონა გააგდეთ გარესკნელის ბნელში და იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა“.
იგავის მთავარი თემაა: უფლისგან მონიჭებული მადლის სწორად გამოყენება.
ეს იგავი გვასწავლის, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს ღვთისგან მონიჭებული „ტალანტი“, რაც შეიძლება იყოს სხვადასხვა რამ. მაგალითად: რაიმეს კეთების ნიჭი, ან სიმდიდრე, ძალა, მოხერხებულობა, ლამაზი ხმა, ან სილამაზე...
თუ ადამიანი ბოძებულ ნიჭს გამოიყენებს უფლის სადიდებლად, სამშობლოს საკეთილდღეოდ და ადამიანის დასახმარებლად, ეს ნიშნავს, რომ მან გაამრავლა ტალანტი, ხოლო თუ იზარმაცებს და არ დახვეწავს მინიჭებულ უნარს, ან მხოლოდ საკუთარ თავს მოახმარს, ეს ნიშნავს, რომ მან მიწაში დაფლა თავისი ნიჭი.
კითხვარი:
1. რატომ მისცა მონებს პატრონმა სხვადასხვა რაოდენობის ტალანტი?
2. რას განასახიერებს „ტალანტები“?
3. ვინ იგულისხმებიან მონებში?
4. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ გაამრავლოს ეს ტალანტი?
5. რა იგულისხმება ტალანტის მიწაში დაფვლაში?
|