
შეყვარებულები სეირნობენ. ბოლოს დადგა დრო, რომ ვაჟმა გააცილოს სახლში.
- ფეხით წავიდეთ, უთხრა ვაჟმა.
- არა, ავტობუსით მირჩევნია, ძალიან დავიღალე.
ხან ლიმონათზე დაპატიჟა შეყვარებული, ხან ნაყინი შესთავაზა, მაგრამ რა ქნას ვაჟმა, ხომ ვერ გაამხელს, რომ ავტობუსის ფული აღარ დარჩა.
კარგი, წავიდეთ, - დაეთანხმა თავის ფიქრთამპყრობელს.
ავიდნენ ავტობუსში. ფიქრობს ვაჟი, როგორ გამოვიდეს ამ რთული სიტუაციიდან. ცოტა ხანში გაჩერებას მიუახლოვდნენ, დრო აღარ ითმენს, გოგონა უნდა ჩავიდეს, ვაჟმა კი თავაზიანობა უნდა გამოიჩინოს და მასაც გადაუხადოს.
ვაჟი პირველი მივიდა მძღოლთან, პერანგზე ღილი აიწყვიტა და მძღოლს ისე გაუწოდა, გოგონას რომ არ დაენახა.
მძღოლმა ერთხანს უყურა ვაჟს, შემდეგ ხურდა დაუბრუნა და ღიმილით გააცილა მშვენიერი ქალ-ვაჟი.
მსჯელობისთვის:
1. დაასახელეთ ვარიანტები. კიდევ როგორ შეიძლებოდა მოქცეულიყო მძღოლი?
2. რა ეწოდება მძღოლის საქციელს?
|