
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ცოლქმარი და ჰყავდათ ორი ვაჟიშვილი, ოჯახს უღელი ხარის მეტი არაფერი გააჩნდა და გაჭირვებით ცხოვრობდნენ. მალე უფროსმა ძმაძ ცოლი მოიყვანა და ცალკე დასახლდა, უმცროსი კი დედ-მამასთან დარჩა. ძმებს თითო-თითო ხარი ერგოთ, ცალუღელი ხარებით კი აბა, რა წლის სარჩოს მოიმარაგებდნენ! მაგრაძ ძმები გულს არ იტეხდნენ, ბეჯითად შრომობდნენ და მომავალს იმედის თვალით შეჰყურებდნენ.
ერით წელიწადს დიდი გვალვა დაიჭირა. ძმებს ცალ-ცალკე, თითო ხარით ჯერ რა მოხნული ჰქონდათ და ისიც გვალვამ გაუნადგურა. ასე რომ, საბოლოოდ თავ-თავიანთი ყანებიდან ოც-ოცი ძნაღა მოიმკეს.
მიიტანა უმცროსმა ძძამ თავისი ძნები სახლში და დაფიქრდა: „ჩემს უფროს ძმას (ცოლ-შვილი ჰყავს და წელს ჩემზე უფრო გაუჭირდება, მე კი მარტოხელა ვარ და ისერიგად არ მიჭირს, მოდი, ჩუმად რამდენიმე ძნას წავიღებ და იმის ძნებში გავურევო”
მართლაც., დაღამდა თუ არა, აიკიდა ათი ძნა ზურგზე, მიიტანა ძმის კალოზე და იმის ძნებში შეურია.
დაბრუნდა შინ კმაყოფილი, მაგრამ თავის კალოზე ისევ ოცი ძნა დახედა. გაუკვირდა უმცროს ძმას: ეს ძნები ხომ, ახლახან მივიტანე ძმის კალოზე და აქ საიდანღა გაჩნდაო?!
თურმე ნუ იტყვით და უფროს ძმასაც იგივე უფიქრია: „ჩემს ძმას დედ-მამა ჰყავს შესანახი, თანაც პატარაა, ცხოვრებაში იმდენი გამოცდილება არა აქვს და უფრო გაუჭირდებაო” - აეღო ათი ძნა და ძმის კალოზე ჩუმად მიეტანა.
უმცროსმა ძმამ ისევ აიკიდა ათი ძნა. და კვლავ ძმის კალოსაკენ გასწია. უფროსმა ძმამაც იგივე ქნა. შინდაბრუნებულს თავის კალოზე ისევ ოცი ძნა რომ დახვდა, ძალიან გაუკვირდა და ათი ძნა ისევ უმცროსი ძმის სახლისაკენ წაიღო.
გზაზე ძმები ერთმანეთს შეეჩეხნენ, მიხვდნენ, როგორც იყო საქმე და ერთიმეორეს სიყვარულით გადაეხვივნენ.
ასეთია ძმობა.
|