ნამდვილი ადამიანი

ჭა

ცხელ, უწყლო ველზე ჭაა ამოყვანილი. ჭის ახლოს, ქოხში, პაპა და შვილიშვილი ცხოვრობენ. ჭასთან, გრძელ თოკზე ვედრო ჰკიდია. მოდიან და მოდიან მგზავრები, ჭისკენ შეუხვევენ, წყალს დალევენ, პაპას მადლობას მოახსენებენ და გზას განაგრძობენ.


ერთხელ ვედრო თოკს მოწყდა და ღრმა ჭაში ჩავარდა.


პაპას სხვა ვედრო არ ჰქონდა, რომ ჭიდან წყალი ამოეღო და დაელია.


მეორე დილას ქოხს ერთი გლეხკაცი მოადგა. შენახული ვედრო გადმოიღო, წყალი დალია, ვედრო კვლავ შეინახა.


- ეს რა კაცი იყო? - ჰკითხა შვილიშვილმა პაპას.


- ეგ არიყო კაცი, შვილო! - მიუგო პაპამ.


შუადღისას ქოხთან ახლა სხვა მგზავრმა გააჩერა ურემი. ნამჯის ქვეშიდან ვედრო გადმოიღო, თოკი გამოაბა, წყალი ამოიღო, დალია, მერე პაპასა და შვილიშვილს დაალევინა. წყალი მშრალ სილაზე გადაღვარა, ვედრო ისევ ნამჯის ქვეშ შეინახა და გზა განაგრძო.


- ეს ვიღა იყო? - ისევ ჰკითხა პაპას შვილიშვილმა.


არც ეგ იყო კაცი! - უპასუხა პაპამ.


საღამო ხანს ქოხს კიდევ მოადგა მგზავრი. ურმიდან ვედრო გადმოიღო, თოკი გამოაბა, წყალი ამოიღო, დალია, მადლობა თქვა და გზას დაადგა, ვედრო კი ჭასთან, თოკზე გამობმული დატოვა.
- ეგ ვიღა იყო, ბაბუ? - ჰკითხა ბიჭმა.


- აი, ეგ კი მართლა კაცი იყო! - უპასუხა ბერიკაცმა.

ვასილ სუხომლინსკი


კითხვარი:
1. ამ მოთხრობის მიხედვით როგორ ადამიანს ეწოდება კაცი?
2. პირველად მოსულზე რატომ თქვა პაპამ, ეგ არ იყო კაციო?

კატეგორია: მამა ბასილი (ფოსური) | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (02.04.2024)
ნახვა: 49 | თეგი: ნამდვილი ადამიანი, ჭა და მოხუცი | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar