სამოთხე და ჯოჯოხეთი

სამოთხე და ჯოჯოხეთი

ცხოვრობდა ამქვეყნად ერთი ხეიბარი, უხელო და კეთილი ადამიანი და როდესაც ის გარდაიცვალა, სამოთხეში აღმოჩნდა. მიმოიხედა გარშემო და საიდანღაც ხელები გამოესხა. მხოლოდ ერთი იყო სამწუხარო: იდაყვში ვერ ხრიდა. და აი, შეეკითხა ის წმინდა პეტრეს:


- რატომ ვერ ვხრი ხელებს იდაყვში? მე ვფიქრობდი, რომ სამოთხეში ყველაფერი შესაძლებელი უნდა ყოფილიყო. მაჩვენე მაშინ ჯოჯოხეთი.


- აი, შეხედე, - უპასუხა პეტრემ.


დაეშვნენ ისინი ჯოჯოხეთში. ხედავენ - დგას უზარმაზარი მაგიდა, რომელიც სავსეა რჩეული საჭმელ-სასმელითა და ნუგბარ-ტკბილეულით. მაგიდასთან სხედან ცოდვილები, უყურებენ საჭმელ-სასმელს მშიერი თვალებით და ლუკმის პირში ჩადება არ შეუძლიათ. ამიტომ გამწარებულები, ბოროტისგან ერთმანეთს კბენენ.


მათთვის აკრძალულია სუფრიდან საჭმლის აღება?


- არა, არ არის აკრძალული, - პასუხობს პეტრე.


მაშინ მშივრები რატომ სხედან?


- ხელებს იდაყვში ვერ ხრიან.


- მაშ, რითი განსხვავდება სამოთხე ჯოჯოხეთისგან?


- მოდი, დავბრუნდეთ, გაჩვენებ.


დაბრუნდნენ ისინი სამოთხეში. აქაც იდგა უზარმაზარი მაგიდა გემრიელი საჭმელებით. მაგიდასთან მართლები ისხდნენ და ვერ ხრიდნენ რა იდაყვებში ხელებს, საჭმელს ერთმანეთს აჭმევდნენ.

 

დედააზრი: სამოთხეში სიყვარულია - ჯოჯოხეთში არა!

კატეგორია: მამა ბასილი (ფოსური) | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (02.04.2024)
ნახვა: 44 | თეგი: სამოთხე და ჯოჯოხეთი | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar