|
თუკი გესაჭიროებათ შეისწავლოთ ძველი ქართული ანბანი და იკითხოთ ხუცური, ამ საიტის ამოცანაა დაგეხმაროთ ამაში. "ბებო ენის" საშუალებით ძველი ქართულის შესწავლა ხდება მსგავსად იმისა, როგორც სწავლობენ ბავშვები (და უცხოელები) თანამედროვე ქართულ ასოებს "დედა ენით" — სწავლის თითოეულ ნაბიჯზე თქვენ გეძლევათ ახალი ასო-ბგერა, და უკვე შესწავლილი ასოებისგან ხდება სიტყვების და წინადადებების შედგენა. თქვენი ცოდნის შემოწმება ხდება ინტერაქტიულად - "ბებო ენა" გიწერთ სიტყვას ან წინადადებას ხუცურად, ხოლო თქვენ უნდა შეიყვანოთ მისი შესაბამისი თარგმანი თანამედროვე ქართულად. ყოველი ასოს შესწავლის შემდეგ "ბებო ენა" გაძლევთ შეფასებას, და რეკომნდაციას - გააგრძელოთ შემდეგ თუ ხელახლა გადაიმეოროთ მასალა. "ბებო ენა" - ეს არის ხუცურის შესწავლის საინტერესო და ეფექტური საშუალება. ისწავლეთ ძველი ქართული ჩვენთან ერთად! წყარო: http://beboena.me/Learn | |
|
| |
| ნახვა: 137 | | |
| კომენტარი სულ: 0 | |

