ღმერთზე მინდობა

ღმერთზე მინდობა

ღმერთზე მინდობა

ერთი ქალი, რომელსაც ძალიან უჭირდა და შვილების გამოსაკვებად ხშირად ფული არ ჰქონდა, რელიგიურ ოჯახში იზრდებოდა და თავადაც ძალიან მორწმუნე იყო.

ერთხელ, როცა მისი ორი შვილი მშიერი იყო და არ იცოდა რა ექნა, რადიოს პირდაპირ ეთერში დარეკა და ღმერთს დახმარება სთხოვა.

რადიოს წამყვანმა ქალს უთანაგრძნო და უთხრა, რომ ღმერთი მას აუცილებლად დაეხმარებოდა. ამ დროს ერთმა მამაკაცმა რადიოთი ქალის საუბარი მოისმინა. აღმოჩნდა, რომ ეს კაცი ათეისტი იყო და გადაწყვიტა ქალისთვის დაეცინა. კაცმა მისი მისამართი გაიგო. თავის მდივანს დაავალა, შეეძინა დიდი რაოდენობით საკვები: ყველაზე კარგი ხორცი, ყველი, პური, ტკბილეული და იმ ქალის მისამართზე მიეტანა. თან გააფრთხილა, როცა ქალი ჰკითხავდა, ვინ გაუგზავნა საკვები, მას უნდა ეპასუხა: „ეშმაკმა“.

როდესაც მდივანმა გაჭირვებულ ოჯახს საკვები მიუტანა, ქალი ძალიან ბედნიერი იყო გულისხმიერებისათვის. მდივანს მადლობა გადაუხადა და როცა მან ჰკითხა: - არ გაინტერესებთ, ვინ გამოგიგზავნათ ეს საკვებიო? - ქალმა გამაოგნებელი პასუხი გასცა: „არა, ეგ არც კი მაწუხებს, რადგან, როცა ღმერთი ბრძანებს, ეშმაკიც კი ემორჩილებაო...“

კატეგორია: მამა ბასილი (ფოსური) | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (19.05.2024)
ნახვა: 59 | თეგი: ღმერთზე მინდობა | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar