
ექიმი მარკი იყო ცნობილი ონკოლოგი. ერთხელ მას მოუწია სხვა ქალაქში გაფრენა, მნიშვნელოვან კონფერენციაზე, სადაც მედიცინის დარგში პრემია უნდა მიენიჭებინა თუმცა, აფრენიდან ერთი საათის შემდეგ, უახლოეს აეროპორტში, თვითმფრინავმა მოახდინა ავარიული დაშვება.
ექიმმა მანქანა იქირავა და კონფერენციაზე წავიდა. და მისი წასვლიდან მალევე, ამინდი შეიცვალა და ძლიერი ქარიშხალი დაიწყო. ძლიერი წვიმის გამო ნავიგატორი ინტერნეტი გაითიშა. ექიმმა არასწორი გზაზე გადაუხვია და დაიკარგა.
საშინლად დაღლილმა და მშიერმა, გადაწყვიტა ეპოვა თავის შესაფარი ადგილი. ბოლოს პატარა სახლს წააწყდა და კარზე დააკაკუნა. კარი ქალმა გააღო. მარკმა აუხსნა თავისი სიტუაცია და ქალს ტელეფონი სთხოვა. ქალმა უთხრა, რომ ტელეფონი არ ჰქონდა, მაგრამ შეეძლო შესულიყო და ამინდის გაუმჯობესებას დალოდებოდა. მშიერმა, სველმა და დაღლილმა ექიმმა მიიღო მისი შეთავაზება და სახლში შევიდა. ქალმა ცხელი ჩაი დაუსხა და უთხრა, რომ სალოცავად წავიდოდა.
მარკი მაგიდასთან იჯდა და ჩაის სვამდა, უყურებდა ბუნდოვანი სანთლის შუქზე ქალს, რომელიც ლოცულობდა საწოლთან. ექიმი მიხვდა, რომ ქალს დახმარება სჭირდებოდა და ჰკითხა:
- კონკრეტულად რა გინდა ღმერთისგან? მართლა გგონია, რომ ღმერთი ოდესმე შეისმენს შენს ლოცვებს?
ქალმა სევდიანად გაიღიმა და უპასუხა:
- საწოლში მყოფი ბავშვი ჩემი შვილია. იგი დაავადებულია იშვიათი ტიპის კიბოთი. არის მხოლოდ ერთი ექიმი, სახელად მარკი, რომელსაც შეუძლია მისი განკურნება...
მაგრამ მე არ მაქვს საკმარისი ფული და გარდა ამისა, ექიმი მარკი სხვა ქალაქში ცხოვრობს. ღმერთს ჯერ არ უპასუხია ჩემს ლოცვებზე, მაგრამ ვიცი, რომ ის დამეხმარება და არაფერი დამარღვევინებს ჩემს რწმენას.
გაოგნებულ და უსიტყვოდ დარჩენილ ექიმს, ცრემლები წამოუვიდა და ჩაიჩურჩულა:
- ღმერთი დიადია.
მას გაახსენდა ყველაფერი, რაც იმ დღეს შეემთხვა: თვითმფრინავის გაუმართაობა, წვიმა, რის გამოც გზა აებნა; და ეს ყველაფერი მოხდა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთმა უპასუხა ქალის ლოცვას, არამედ გაიყვანა ექიმი მატერიალური სამყაროდან და მას საშუალება მისცა დახმარებოდა გაჭირვებულ და უბედურ ადამიანებს, რომლებსაც ლოცვის გარდა არაფერი აქვთ.
|