
ეჩო და ხერხი
კაცი უნდა ხერხი იყოს,
გაჰქონდეს და გამოჰქონდესო,
კაცი განა ეჩო არის,
სულ თავისკენ მიითლიდეს.
ხალხური
კითხვარი:
1. დავახასიათოთ რას აკეთებს ეჩო და რას ხერხი?
2. როგორი ადამიანი ჰგავს ეჩოს და როგორი ხერხს?
3. რომელს უნდა ჰგავდეს ადამიანი და რატომ?
ბავშვებს გამზადებულ პასუხს ნუ ვეტყვით. უკეთესია თუ თვითონ მივლენ საღ აზრამდე. ჩვენ მივეხმაროთ, როგორც მათი თანატოლი.
ეჩონი ხეთა სათლელთა ეწოდების, სახუროვ(ნ)ოთა ჭურჭელთა. ჴელეჩო უმცირესა და ფეჴეჩო უფროსსა.
ხელეჩო - პატარა ეჩო, ერთის ხელით სახმარი.
ეჩვი - ხუროთ ცული ძელთ სათლელი, რომლისაც პირი პირი ტარზედ შემოცმული აქუს არათუ გსწურივ, არამედ გარდიგარდმო და ხელეჩო პატარა ეჩვი (ისაია 44, 12).
ეჩო (გადატანითი მნიშვნელობით) - ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.
|