|
ნოეს შვილებისაგან ხალხი მალე გამრავლდა. წინათ ყველანი ერთ ადგილზე (სენნაარსში - მესოპოტომიაში) ცხოვრობდნენ და ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ. მაგრამ ხალხი თანდათან გამრავლდა და ერთ ადგილზე ვეღარ ეტეოდა, ამიტომ აუცილებლად სხვადასხვა ადგილზე ბაბილონი ნიშნავს შერევნას. ენის შერევნის შემდგომ იაფეთის ჩამომავლობა წავიდა ჩრდილოეთისაკენ და დაიუფლა მთელი ევროპა და აზიის ნაწილი. qამის ჩამომავლობა წავიდა სამხრეთისაკენ და დაიკავა ინდოეთი, არაბეთი და მთელი აფრიკა. სემის ჩამომავლობა დარჩა აზიაში. ბაბილონი და მისი მახლობელნი ქვეყნები დაიპყრო ქამის შვილის შვილმა ნებროთმა, რომელიც იყო გმირი, მონადირე. ამგვარად წარმოსდგა სხვა და სხვა ხალხი, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე. | |
|
| |
| ნახვა: 50 | | |
| კომენტარი სულ: 0 | |

