
ნოეს ყავდა სამი შვილი: სემი, ქამი და იაფეთი. სემი და იაფეთი იყვნენ მამის პატივისმცემელნი, ქამი არ იყო მამის პატივისმცემელი. წარღვნის შემდგომ ნოემ დაიწყო მიწის მუშაობა. მან გააშენა ვენახი. როცა ყურძენი დამწიფდა, გამოწურა, ღვინო დააყენა, დალია, დაითრო და გაშიშვლებული თავის ქოხში დაწვა. ქამმა დაინახა მამის სიშიშვლე და დაცინვით უთხრა ეს ამბავი ძმებს. სემმა და იაფეთმა დაცინვაში მონაწილეობა არ მიიღეს. ისინი წავიდნენ მამასთან, მიიტანეს სამოსელი, ზურგ შექცევით შევიდნენ ქოხში, რომ არ დაენახათ მამის სიშიშვლე, დაფარეს შიშლოება მამისა და მოუარეს. როცა ნოემ გაიღვიძა და გაიგო შვილების საქციელი, ქამის ჩამომავლობა დაწყევლა, (ეს წინასწარმეტყველება აღსრულდა, როცა ებრაელებმა დაიპყრეს ქანაანის ქვეყანა და დაიმორჩილეს მისი მცხოვრებნი). ხოლო სემის და იაფეთის აკურთხა, უწინასწარმეტყველა მათ გამრავლება და ყოველივე სიკეთე.. მან ღვთის ჩაგონებით იწინასწარმეტყველა, რომ სემის ჩამომავლობა დაიცავს ჭეშმარიტ ღვთისმსახურებას. იაფეთიდგან წარმოსდგება დიდძალი ხალხი, დაიპყრობს სემის ჩამომავლობის ადგილებს და მისგან მიიღებს ჭეშმარიტ სარწუნოებას. ხოლო ქამის ჩამომავლობა იქმნება მონად სემის და იაფეთის ჩამომავლობისა, ნოეს წინასწარმეტყველება სისწორით აღსრულდა. სემის ჩამომავლობამ, დაიცვა ძველ აღთქმაში ჭეშმარიტი ღვთისმსახურება და ხორციელად მათგან წარმოსდგა მაცხოვარი. იაფეთის ჩამომავლობა ძლიერ გამრავლდა და დაიპყრო მრავალი ქვეყანა, ხოლო ქამის ჩამომავლობა იყო მონად მათდა.
|