|
მოწყალე ღმერთს უნდოდა ხალხის მოქცევა და სინანული, ამიტომ ნოეს პირით გამოუცხადა მათ, რომ ისინი თუ 120 წლის განმავლობაში არ მოიქცევიან, სასტიკად იქნებიან დასჯილნი. ხალხი არ მოიქცა. მაშინ ღმერთმა უბრძანა ნოეს: „ქვეყანა განიხრწნა და აღივსო უსჯულოებითა, გააკეთე ოთხკუთხი კიდობანი, (დიდი ხომალდი) ულპოლველ ხეთაგან, სამ სართულიანი, დაყავი ოთახებად, გაფისე შიგნით და გარეთ, ზემოთ გაუკეთე ფანჯარა და გვერდით კარი. მე მოვიყვან ქვეყანაზე წყლით ღრვნას, რომ მოვსპო დედამიწაზე ყოველი სულდგმული; ხოლო შენ შენი ოჯახობით შედი კიდობანში, შეიყვანე შიგ ყოველი ცხოველი წმიდა (რომელიც მსხვერპლად შეიწირებოდა) შვიდ-შვიდი წყვილი და უწმიდური (რომელნიც მსხვერპლად არ შეიწირებოდა) ორ-ორი რწყვილი; მოამზადე შენთვის და მათთვის ერთი წლის საზრდო და შეიტანე კიდობანში.“ ნოემ ყოველივე აღასრულა, რაც უბრძანა. მას ღმერთმა. ღვთისაგან დანიშნულ დღეს ნოე თავისი სახლობით შევიდა კიდობანში და შეიყვანა ცხოველები. უფალმა დაკეტა კიდობანის კარები. დაიწყო ძლიერი წვიმა, წვიმდა 40 დღე და ღამე. ზღვები, ტბები და მდინარეები გადმოვიდნენ ნაპირებითგან, 150 დღეს წყალი თანდათან მატულობდა და დაფარა მთელი ქვეყანა. ყოველი სულდგმული დაიხრჩო, გარდა ნოესა და კიდობანში მყოფთა. კიდობანი წყალზე დაცურავდა. 150 დღის შემდგომ, ღვთის ბრძანებით, ამოვარდა ძლიერი ქარი, ღრუბლები გაფანტა და წყალმაც იკლო. მთის წვერები გამოჩნდნენ. კიდობანი გაჩერდა არარატის მთაზე, სომხეთში. ამის შემდგომ მეორმოცე დღეს ნოემ გააღო კიდობნის ფანჯარა და გამოუშვა ყორანი. ყორანი არ მობრუნდა. შვიდი დღის შემდგომ გამოუშვა მტრედი. მტრედმა ვერ იპოვა საცხოვრებელი ადგილი და მობრუნდა კიდობანში. შვიდი დღის შემდგომ ნოემ კიდევ გამოუშვა მტრედი. მტრედმა ნოეს ზეთისხილის ფურცელი მოუტანა. ამით ნოემ გაიგო, რომ ქვეყანა აღარ არის წყლით დაფარული. შვიდი დღის შემდგომ მესამედ გამოუშვა მტრედი, მაგრამ ის აღარ დაბრუნებულა კიდობანში. როცა დედა-მიწა გაშრა ღმერთმან უბრძანა ნოეს, რომ გამოსულიყო კიდობნიდან და გამოეშვა კიდობანში მყოფნი ცხოველნი. ნოე გამოვიდა კიდობნიდან, გააკეთა სამსხვერპლო და გამოხსნისათვის ღმერთს სამადლობელი მსხვერპლი შესწირა. ღმერთმა მიიღო ნოეს მსხვერპლი და აკურთხა იგი შვილებითურთ: „აღორძინდით და გამრავლდით და აღავსეთ ქვეყანა და ეუფლენით მას.“ დაუმორჩილა მათ ყოველი ცხოველი, მისცა ცხოველების ხორცის ჭამის ნება, მხოლოდ სისხლი არ ეჭამათ. ამასთანავე აუკრძალა კაცს კაცის სისხლის დაღვრა. და მისცა ღმერთმა ნოეს აღთქმა, რომ ამის შემდგომ არ იქნება მსოფლიო წარღვნა. ამის ნიშნად მისცა ცისარტყელა. ნოე მოასწავებდა ქრისტეს, სოფლის მხსნელს; | |
|
| |
| ნახვა: 63 | | |
| კომენტარი სულ: 0 | |

