4. კაინ და აბელ. სეითის დაბადება

კაინ და აბელ.

სამოთხიდან განდევნის შემდგომ ადამ და ევა სამოთხის მახლობლად დასახლდენ და დიდი შრომით შოულობდენ საზრდოს. მათ ეყოლათ შვილები: პირველი შვილი იყო კაინი, მეორე აბელი. კაინი მიწის მუშა იყო, აბელი – ცხვარის მწყემსი. ერთხელ იმათ ღმერთს მსხვერპლი შესწირეს: კაინმა მიწის ნაყოფისაგან, აბელმა საუკეთესო ცხვარი. აბელს სწამდა მომავალი მაცხოვარი და მხურვალედ ლოცულობდა, კაინს კი არც სარწმუნოება ჰქონდა და არც ლოცულობდა; ამიტომ ღმერთმა მიიღო აბელის მსხვერპლი, კაინის კი უარ-ჰყო. კაინს ეს შეშურდა, წაიყვანა ძმა მინდორში და მოჰკლა.

ღმერთი გამოეცხადა კაინს და ჰკითხა: „სად არის ძმა შენი?“ 

კაინმა მიუგო: „არ ვიცი, განა მე მისი მცველი ვარ?“ 
ღმერთმა უბრძანა: „რა ჰყავ ეს? შენი ძმის სისხლი ღაღადებს ჩემდამო. წყეულ იყავ შენ ქვეყანაზე, რომელმანც შენი ხელითგან მიიღო სისხლი ძმისა შენისა. განგდებულ იყო პირისაგან ქვეყანისა, კვნესით და ძრწოლით ხვიდოდე მასზედ“. 


კაინ შიშისაგან ათრთოლდა და უთხრა უფალს: „მძიმეა და მიუტევებელი ცოდვა ჩემი! ამის შემდგომ ვინც შემხვდება, ის მომკლავს მე.“ ღმერთმან უთხრა: „ვინც მოკლას კაინ, შური მიეგოს მას შვიდი წილი.“ ღმერთმა კაინს დასდვა ნიშანი, რომ არავის მოეკლა ის. კაინ თავისი სახლობით განშორდა მშობლებს და დაესახლა ნაიდს, ედემს იქით აღმოსავლეთისაკენ, ააშენა ქალაქი და დაარქვა მას ენოხ — სახელი თავისი შვილისა. კაინის ბოროტმა საქმემ დიდ მწუხარებაში ჩააგდო

ადამ და ევა. მაშინ ღმერთმა მისცა მათ აბელის მაგიერ მესამე შვილი სეითი, რომელიც იყო ღვთისმოშიში, კეთილმსახური და დედ-მამის ნუგეშისმცემელი

 

 

 

 

კატეგორია: ძველი აღთქმა | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (01.12.2023)
ნახვა: 52 | თეგი: სეითის დაბადება, კაინ და აბელ | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar