13. აღთქმა ღვთისა აბრამთან. (2015 წელი ქრისტეშობამდე)

აღთქმა ღვთისა აბრამთან. (2015 წელი ქრისტეშობამდე)

როცა აბრამი იყო 99 წლისა, ღმერთი გამოეცხადა მას და უთხრა:„მე ვარ ღმერთი შენი ყოვლის შემძლებელი, სათნო იყავ წინაშე ჩემსა და იქმენ უბიწო, და დავდვა აღთქმა ჩემი შენთან, და განგამრავლო შენ ფრიად და იყო შენ მამა მრავალთა ხალხთა და ამიერიდგან გეწოდოს შენ არა აბრამ (მამა მაღალი), არამედ აბრაამ (მამა მრავალთა ხალხთა). მე ვიქმნები ღმერთი შენი და შენთა ნათესავთა, და მოგცემ შენ და შენ ჩამომავლობას მთელ ქანაანის ქვეყანას, ხოლო შენ და შენმა ჩამომავლობამ დაიცავით აღთქმა - ჩემი, ყოველთვის მიცნობდეთ და თაყვანს მცემდეთ 
მე, როგორც ღმერთსა თვისსა. ნიშნად ამ აღთქმისა წინადაიცვითე შენ და ყოველმან ჩამომავლობამ შენმან მამრობითი სქესისამან, ყრმებზე აღასრულებდეთ წინადაცვეთას შობიდან მერვე დღეს. ცოლსა შენსა არა ეწოდოს სახელად სარა (უფალი ჩემი), არამედ სარრა (უფალი მრავალთა) იყოს სახელი მისი ვაკურთხო იგი და მოგცე შენ მისგან შვილი; და წარმოსდგნენ მისგან ხალხნი მრავალნი და მეფენი“. აბრაამმა გაიგონა რა, რომ სარრასაგან ეყოლება მას შვილი, გაეცინა დაიფიქრა: „ნუთუ ასი წლისას მეყოლოს მე შვილი და სარრამაც —ოთხმოცდაათი წლისამ შვას შვილი.“ — ღმერთმან უბრძანა: „სახელდობ სარრამ გიშვას შენ ძე და უწოდო მას სახელი ისაკი (სიცილი) და დავსდვა აღთქმა ჩემი მისთანა.“ მერმე ღმერთი ამაღლდა აბრაამისაგან. აბრაამმა იმ დღესვე წინადაიცვითა თვითონ და, ვინც იყო მის ოჯახში მამრობითი სქესისა, ყველას წანადაცვეთა.
 

კატეგორია: ძველი აღთქმა | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (02.12.2023)
ნახვა: 54 | თეგი: აღთქმა ღვთისა აბრამთან., 2015 წელი ქრისტეშობამდე | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar