12. აგარ და ისმაელ

აგარ და ისმაელ

აბრამის ცოლი სარა 75 წლის იყო უკვე და, მიუხედავად ღვთის აღთქმისა, შვილი კიდევ არ ჰყავდა მას. სარა აღარ მოელოდა შვილის შეძენას და ამიტომ აბრამს ურჩია, რომ შეერთო მას ცოლად მისი მოსამსახურე ქალი, აგარ - ეგვიპტელი, იმ პირობით, რომ აგარის შვილები სარას შვილებად ჩათვლილიყვნენ. იმ დროში იყო ასეთი ჩვეულება. აბრამი დათანხმდა და შეირთო აგარ ცოლად. ამის შემდგომ აგარ წინანდებურად არ ემორჩილებოდა სარას და უპატიოდაც 
ეპყრობოდა მას. სარამ იწყინა ეს და აბრამს უსყვედურა, რომ აგარ შეურაცხყოფას აყენებს მას. მაშინ აბრამმა უთხრა სარას: „აჰა, მხევალი შენი შენ ხელშია, მოეპყარ მას, როგორც გენებოს.“ სარამ დაუწყო აგარს შევიწროება. აგარმა ვერ მოითმინა და გაიქცა აბრამის სახლიდან ეგვიპტეში. გზაზე, უდაბნოში ერთ წყაროსთან, აგარს გამოეცხადა ანგელოსი, დააბრუნა იგი აბრამის სახლში და აღუთქვა, რომ მას ეყოლება შვილი და დაარქვას სახელად ისმაელ, რაც ნიშნავს ღმერთმა 
ისმინა. აგარ დაბრუნდა აბრამის სახლში და შეეძინა მას ვაჟი, რომელსაც დაარქვეს სახელად ისმაელ.
 

კატეგორია: ძველი აღთქმა | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (02.12.2023)
ნახვა: 53 | თეგი: აგარ და ისმაელ | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar