11. აბრამის და ლოთის გაყრა. ლოთის გამოხსნა ტყვეობისაგან. მელქისედეკი.

აბრაამი და მელქისედეკი

აბრამი იყო მეტად მდიდარი, მას ჰქონდა ბევრი ოქრო და ვერცხლი და ჰყავდა ბევრი საქონელი (პირუტყვი). ლოთიც მასთან ცხოვრობდა და იმასაც ბევრი საქონელი ჰყავდა. მათი მწყესები ხშირად იბრძოდნენ საძოვრისთვის, რადგანაც ერთად ვერ ეტეოდნენ. აბრამმა გაიგო ეს და უთხრა ლოთს: ჩვენ ნათესავები ვართ და კარგი არაა ჩვენ  შორის ბრძოლა, განმეშორე ჩემგან, ამოირჩიე ადგილი, რომელიც მოგწონს საცხოვრებლად, თუ შენ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ, თუ შენ მარცხნივ, მე მარჯვნივ. ლოთი გაეყარა ბიძამისს, აბრამს და დაესახლა სოდომში, რომლის გარშემო მშვენიერი საძოვარი ადგილები იყო. აბრამი წავიდა სამხრეთისკენ, მივიდა და დაესახლა მამბრეს მუხასთან — ქებრონში.


 სოდომის მახლობლად, სადაც ლოთი დაესახლა, იყო ქალაქები: გომორი, სეგორი და სხვანი. სოდომ-გომორი, სეგორი და იმათ მეზობლად მდებარე ადგილები დაიპყრო ელამის მეფემ და მისმა მოკავშირე მეფეებმა. სოდომ — გომორელნი და მათი მეზობელნი ემორჩილებოდნენ ელამის მეფეს 12 წელიწადს, მეცამეტე წელიწადს განდგენ, ხოლო მეთოთხმეტე წელიწადს მოვიდა ელამის მეფე მოკავშირე მეფეებითურთ, დაეცა თავს სოდომ-გომორის და მის მეზობლად მდებარე ადგილების მეფეებს და გამართეს ომი. ელამის მეფემ სძლია მათ, დაამარცხა მოწინააღმდეგენი, ბევრი სიმდიდრე წაიღო და დიდძალი ტყვე წაიყვანა. ტყვეთა რიცხვში მოჰყვა ლოთი თავისი ოჯახობით. ეს ამბავი აბრამმა გაიგო, შეკრიბა 318 მოსამსახურე, მოიხმარა მეზობლად მცხოვრებნი, გაედევნა ელამის მეფეს და ღამე დაეცა მას თავზე, დაამარცხა იგი, წაართვა ყოველივე, რაც კი წაეღოთ და ლოთიც სხვა ტყვეებთან ერთად განათავისუფლა. როცა აბრამი მობრუნდა, მას შეხვდა მელქისედეკი, მეფე სალიმისა, ესე იგი, მშვიდობისა და სიმართლი
სა, მღვდელი ღვთისა მაღლისა, მოართვა აბრამს პური და ღვინო და აკურთხა იგი: „კურთხეულ არს აბრამ ღვთისა მიერ მაღლისა, რომელმან შექმნა ცა და ქვეყანა და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან დაგიმორჩილა შენ მტერნი შენნი“. აბრამმა მისცა მას მეათედი ყველაფრისა, რაც კი წაართვა ელამის მეფეს. არ ვიცით: ვინ იყო მელქისედექის დედ-მამა, ან რომელი ტომისაგან წარმოსდგებოდა იგი: „უმამო, უდედო, ნათესავ მოუხსენებელ, არცა დასაბამი დღეთა, არცა აღსასრული ცხოვრებისა აქვს“. (ებრაელთა 7:3). მელქისედეკი მოასწავებდა იესო ქრისტეს.
 სოდომის მეფემ შეაძლია აბრამს ყოველი ქონება ტყვეობიდან  დაბრუნებული, მხოლოდ სთხოვა მის ქვეშევრდომთა განთავისუფლება, მაგრამ აბრამმა არა მიიღო რა, რომ სოდომის მეფეს არ ეთქვა: მე გავამდიდრე აბრამიო. 


ელამის მეფეზე გამარჯვებამ აბრამს მოუპოვა სახელი ქანაანის  ქვეყანაში, მაგრამ ამასთან ერთად ბევრმა შურით დაუწყო აბრამს  ცქერა და არ უნდოდათ მისთვის სიკეთე. ამ დროს ღმერთი გამოე
ცხადა მას და უთხრა: „ნუ გეშინინ, აბრამ! მე შეგეწევი შენ! სასყიდელი შენი იყოს ფრიად.“  მერმე უბრძანა ქოხიდან გამოსვლა და უთხრა: „აღიხილე ზეცად და დათვალე ვარსკვლავნი, თუ შეგიძლია  დათვლა მათი, ესრეთ იყოს თესლი შენი“. აბრამ ერწმუნა ღვთის სიტყვას და შეერაცხა მას სიმართლედ.
 

კატეგორია: ძველი აღთქმა | დაამატა: vasil_elisabedashvili72 (02.12.2023)
ნახვა: 112 | თეგი: მელქისედეკი, აბრამის და ლოთის გაყრა, ლოთის გამოხსნა ტყვეობისაგან | რეიტინგი: 5.0/1
კომენტარი სულ: 0
avatar