18:00
17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და ზნეობის დაცვის დღეა!
342378167-485300400520067-1975271307725760735-n 343533134-485789623804478-9176462499138999189-n 343715303-3627611510836261-4134672005760351648-n

343715303-3627611510836261-4134672005760351649-n IMG-20240517-160554343715303-3627611510836261-4134672005760351650-n

443718264-1309141357156559-6006190546160068530-n 441153592-1309141170489911-5310847457672108032-n443841213-1309141297156565-6322835202307282846-n

IMG-20240517-142843 IMG-20240517-142823IMG-20240517-151157

IMG-20240517-151204img-2-1715973025180 img-3-1715973048308
 
 

ოჯახი ნებისმიერი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი სიმტკიცის დაცვა ყველა ქვეყნისთვის არსებითია, მცირერიცხოვანი ერისთვის კი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ამიტომაც ჩვენს ახალგაზრდებს, მორწმუნე საზოგადოებას, საქართველოს მოსახლეობას, - განურჩევლად ეროვნებისა, რწმენისა, პოლიტიკური პოზიციისა და ასაკისა, ყველას მოგიწოდებთ, ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად, 17 მაისს გავერთიანდეთ და ერთად აღვნიშნოთ ოჯახის სიწმინდის დღე.

ჩვენ ყოველთვის ვგმობთ და ვემიჯნებით ძალადობას, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. გვსურს, ხვალ მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, სულიერი და კულტურული ღირებულებების დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ეს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას.

ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და ეს კვლავაც ასე უნდა იყოს; ამისთვის ზრუნვა ყველას, პირველ რიგში კი, სასულიერო პირებს გვმართებს.

"მივმართავ ქმარსაც და ცოლსაც: თქვენ ნუ მოითხოვთ მეუღლისაგან პატივს, - პირველმა თქვენ მიაგეთ პატივი. ორივემ ისწავლეთ სხვისთვის ცხოვრება და ეს სხვა პირველ რიგში უნდა იყოს თქვენი მეორე ნახევარი. ასეთ შემთხვევაში იბადება ბედნიერება.


ბედნიერი ოჯახი არის ისეთი ერთობა, ისეთი სიყვარული, როცა სამაგიეროს არ ითხოვ სხვისგან და ამასთან უშურველად გასცემ შენს სიკეთეს. ეს ნიშნავს საკუთარი თავის შენს მეორე ნახევარში აღმოჩენას და მისთვის უანგარო მსახურებას.


რა თქმა უნდა , ყურადღება გასამახვილებელია იმაზეც, რომ ეს დამოკიდებულება ცამლხრივად არ იქცეს . . .


ქორწინების დღის "მეფობა" და "დედოფლობა" გარკვეული სახით მთელი ცხოვრება უნდა შენარჩუნდეს..." ❣


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II❤

საქართველოს ყველა ქალაქში გაიმართა ოჯახის სიწმიდისა და ზნეობის მხარდამჭერი მსვლელობა

საქართველოს ყველა ქალაქში გაიმართა ოჯახის სიწმიდისა და ზნეობის მხარდამჭერი მსვლელობა

კატეგორია: სიახლენი | ნახვა: 62 | დაამატა: vasil_elisabedashvili72 | თეგი: 17 მაისი ოჯახის სიწმიდისა და ზნეობი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარი: 0
avatar