ბასტი ბუბუ კარაოკე
10.01.2024, 09:55

ბასტი ბუბუ კარაოკე

 

სიტყვა ბასტი ბუბუ ქართულია და ნიშნავს ჟრიამულს, ბავშვების მიერ გამოწვეულ აურზაურს. ეს სიტყვა მშვიდად ცხოვრობდა სულხან საბას ლექსიკონში და მხოლოდ ზოგიერთ ძველ ქალაქურ ოჯახებში თუ წამოიძახებდნენ ბავშვების ხმაურზე - ეს რა ბასტიბუბუ გაგიმართავთო.
1992 წელის 10 მაისს საქართველოს ერთადერთი ტელევიზიის პირველ არხზე, პარასკევ დღეს, საღამოს 7 საათზე ეთერში გავიდა ფერადი, მუსიკალური საბავშვო გადაცემა სახელწოდებით ბასტი ბუბუ. მალევე ჩამოყალიბდა ფირმა ბასტიბუბუ, რომლის  დამფუძნებლებიც არიან თამარ სხვიტარიძე, მაკა აროშიძე, ხათუნა წულაია და ნინო გოგაძე. მალევე ჩამოყალიბდა, სტუდია ბასტი ბუბუ და საკონცერტო შოუ პროგრამები. ბასტი ბუბუ გახდა ქართული საბავშვო ბრენდი, რომელიც თავის მისიად თვლის სატელევიზიაო გადაცემების და საკონცერტო პროგრამების მეშვეობით განავითაროს ბავშვები. შექმნას ქართული თანამედროვე რეპერტუარი, შემეცნებითი პროგრამები, აღმზრდელობითი დაწესებულებები, გასართობი ცენტრები და დაეხმაროს მშობლებს ბავშვების აღზრდაში.  ბედნიერი ბავშვობა და წარმატებული მომავალი ეს არის ბასტი-ბუბუს მისია.

 
სიმღერების ჩამონათვალი:

1. ჯადოსნური ქალაქი (ზ.ლალიაშვილი - მ.აროშიძე)

2. საქათმე (ხალხური)

3. კრიჭი-კრიჭი (ლ.იაშვილი - მ.მრევლიშვილი)

4. ოდელია (ი.გურგულია)

5. ავტომობილი (მ.აროშიძე)

6. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა (მ.აროშიძე)

7. ციცინათელა (ხალხური - დამუშავებული _ მ.აროშიძე)

8. წვიმა (მ.აროშიძე)

9. კანფეტების თოვლი (მ.აროშიძე)

10. ფუტკარი (მ.აროშიძე)

11. მატარებელი (მ.დავითაშვილი - მ.მრავლიშვილი)

12. კარუსელი (ი.გურგულია)

13. იავნანა (ი.გურგულია)

14. ია-უა-ო (ი.გურგულია)

15. მერი პოპინსი (დამუშავებული _ მ.აროშიძე)

16. თუ თუ თუ (მ.აროშიძე)

 

არჩეული კარაოკეს გადმოსაწერად ისარი მიიტანეთ Download, შემდეგ მაუსის მარჯვენა ღილაკს დააჭირეთ და შემდეგ save as ან сохранить как დააწკაპუნეთ.

 

კატეგორია: საბავშვო | დაამატა: vasil_elisabedashvili72 | თეგი: კარაოკე, ბასტი ბუბუ
ზომა: ნახვა: 54 | ჩამოტვირთვა: 26 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარი: 0
avatar