შემოქმედი (ერქომაიშვილები, ძველი კილოები - პატარავა, საარქივო მარგალიტები)
24.01.2024, 13:12

შემოქმედი (ერქომაიშვილები, ძველი კილოები - პატარავა, საარქივო მარგალიტები)

შემოქმედი

ერქომაიშვილები (39 ფაილი 103 მბ)

ერქომაიშვილები - ხალხურ მომღერალ-მგალობელთა ტრადიციული ოჯახი: თომა, ივანე, გიორგი, გიგო და მისი ათი ქალ-ვაჟი, მათი შვილები და შვილიშვილები.

ძველი კილოები - დიმიტრი პატარავა, (29 ფაილი 41 მბ)
დიმიტრი პატარავა (1886 - 1954)

თექვსმეტი წლისა მაშინდელი ოზურგეთის მაზრაში უკვე ერთ-ერთ საუკეთესო მომღერლად ითვლებოდა; ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს ნესტორ კონტრიძე, დავით დუმბაძე და მელქისედეკ ნაკაშიძე ასწავლიდნენ; დაუახლოვდა შესანიშნავი გურული მომღერლების უფროს თაობას - სამუელ ჩავლეიშვილს, გიგო ერქომაიშვილს, გიორგი ბაბილოძეს, ივლიანე კეჭაყმაძეს - და მათგან მრავალი სიმღერა-გალობა შეისწავლა; ვარლამ სიმონიშვილისა და არტემ ერქომაიშვილის მეგობარი იყო; ვარლამი, არტემი და დიმიტრი ხშირად ერთად მეცადინეობდნენ, ხმებს ერთიმეორეს უფარდებდნენ, სხვადასხვა კილოკავებით აუმჯობესებდნენ ხალხურ საუნჯეს, დიმიტრი პირველ ხმას ამბობდა; დიდი ამაგი დასდო ქართული ხალხური სიმღერების ფართოდ გავრცელების საქმეს; ასობით მუშა-მოსამსახურესა და კოლმეურნეს შეასწავლა ხალხური სიმღერა; აჭარელი ოსტატები ალი ანანიძე, ახმედ ნოღაიდელი, გურულები გიორგი ვაშალომიძე, იესე პატარავა და სხვები დღესაც ტკბილად იგონებენ თავიანთ სასიქადულო მასწავლებელს; მრავალი ძველი საგალობელი და მივიწყებული ისტორიული ხალხური სიმღერა აღადგინა(შეიძლება გავიხსენოთ "ზარი", "მოვედით და ვსვათ", "მოსვლითა თქვენითა"); მას მრავალი ახალი სიმღერა აქვს შექმნილი ხალხურ კილოზე: "მერცხალი", "ხელოვნება", "სამკაცა", "ვარდს მივუტან მართასა", "იარაღების შეჯიბრი", "სიმღერა შეფიცულ ძმებისა", "პატარა ქართველი", "სევდა-დარდი", "სადღეგრძელო ვისიც იყოს", "საწერო და კალამო"; ამათგან რადიოთი ხშირად გადასცემენ "მერცხალსა" და "იარაღების შეჯიბრს", ხოლო დანარჩენებს ხშირად ასრულებენ ანანიძის, ტაკიძის, ნოღაიდელის, არტემ ერქომაიშვილისა და სხვათა გუნდები; ნოტების უცოდინარობა ხელს უშლიდა თვითმოქმედ კომპოზიტორს, მაგრამ იგი შექმნილ მელოდიებს ოჯახის წევრებს შეასწავლიდა ხოლმე ან ნევმების(ხალხური ნოტების) მეშვეობით ქაღალდზე ჩაინიშნავდა; თავის მდიდარ გამოცდილებას დიმიტრი პატარავა ყოველთვის მონდომებით გადასცემდა მომავალ თაობას; მრავალი მომავალი მომღერალ-ლოტბარი აღზარდა; ოჯახში ყველას შეასწავლა სიმღერა; ოჯახურ სასიმღერო ტრადიციას დღესაც განაგრძობს მისი ნიჭიერი ვაჟი კონსერვატორიის კურსდამთავრებული მამია პატარავა, რომელიც ახლა მონდომებით უნერგავს მომავალ თაობას მუსიკალური ფოლკლორის სიმშვენიერეს. ლოტბარი, კომპოზიტორი.

საარქივო მარგალიტები (15 ფაილი 22 მბ)

კატეგორია: გალობა | დაამატა: vasil_elisabedashvili72 | თეგი: შემოქმედი, საარქივო მარგალიტები, პატარავა, ერქომაიშვილები, ძველი კილოები
ზომა: ნახვა: 70 | ჩამოტვირთვა: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარი: 0
avatar