![]() |
19.03.2024, 23:36 |
![]()
"ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების" პროექტის ფარგლებში აღდგენილი ქართული, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "ფეოლა" გადაღების წელი 1970. აღდგენილია 2019 წელს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის ძალისხმევით. ფეოლა ძალიან ცნობილი ბრაზილიელი მწვრთნელი იყო, ლეგენდარული პიროვნება, რომელმაც ბრაზილიას მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა. მაშინ მწვრთნელებს მაყურებელი ნაკლებად იცნობდა, მაგრამ ფეოლა და ერერა („მილანის“ მწვრთნელი) იმდენად პოპულარულები იყვნენ, რომ მათი სახელი ყველამ იცოდა. ფილმშიც არის ასეთი ეპიზოდი, ფილიპოვს რომ აცილებენ აეროპორტში და ამბობენ: ახლა ფეოლას და ერერას ძახილი არ დაუწყოთო. სახლმმართველობის თანამშრომელ ბონდოს, ბავშვთა ბეხბურთის გინდის შექმნას დაავალებენ, რასაცის უგულოდ ეკიდება. ბონდო ცდილობს, გუნდი პირველსავე შეხვედრაზე დამარცხდეს, მაგრამ ყველაფერი პირიქით ხდება. გუნდი ფინალში გადის და მას საფრანგეთში გზავნიან შეჯიბრებაზე. მაგრამ ახლა მას უკვე გამოცდილი მწვრთნელი ესაჭიროება. ფეოლა ემშვიდობება გუნდს. — დიდებული სისტემაა, წააგებ — წადი, მოშორდი, დაისვენე სახლში. — რა ვქნათ, ფეოლა, ვაგებთ. — განაგრძეთ თამაში, მე თქვენით ძალიან კმაყოფილი ვარ. — ფეოლა, შევერკინოთ ერთმანეთს? — ვაი შენს პატრონს!!! — ხვედელიძე, დაცვას მიხედე, დაცვას! ფილმის რეჟისორი: ბაადურ წულაძე სცენარის ავტორები: რევაზ გაბრიაძე, გოგი ჩარკვიანი ოპერატორი: იური ფედნევი მხატვარი: გიორგი (გოგი) ალექსი-მესხიშვილი კომპოზიტორი: გია ყანჩელი ხმა: ვლადიმერ დოლიძე მონტაჟი: ნუნუ შავგულიძე როლები: იპოლიტე ხვიჩია (ფეოლა), გაბრიელ (გიგა) ცინცაძე, ლევან შამილოვი, ვასილ ჩხაიძე (ხუსკივაძე), ჯემალ ღაღანიძე, შოთა გაბელაია, სერგეი ფილიპოვი, ილია ბაკაკური, ზურაბ ქაფიანიძე (ბესიკი) ხანგრძლივობა: 36' ფერი: შავ-თეთრი კინოსტუდია "ქართული ფილმი" 1970 წ. ჟანრი: კომედია ჯილდოები: 1970. სპორტული ფილმების მე-3 საკავშირო კ/ფ (რიგა, ლატვია) - ჟიურის პრიზი
![]() | |
|
| |
| ზომა: ნახვა: 48 | ჩამოტვირთვა: 0 | | |
| სულ კომენტარი: 0 | |




