|

კრებული დაიბეჭდა საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტ დავითის (მახარაძის) ლოცვა-კურთხევით
პროექტის ხელმძღვანელი და წინათქმის ავტორი: მაგდა სუხიაშვილი
შემდგენელი და მუსიკალური რედაქტორი: მალხაზ ერქვანიძე
რედაქტორი: ქეთევან მათიაშვილი
სანოტო მასალის კომპიუტერული ვერსია მოამზადა და შენიშვნები დაურთო გიორგი აბრამიშვილმამთარგმნელი: მარიამ გაბაშვილი
მხატვარი: გოჩა ბალავაძე
ორნამენტი წმ. ექვთიმე აღმსრებლის (კერესელიძე) ხელნაწერის მიხედვით
შესრულებულია წალკის სოფელ სამების ჯვრის მამათა მონასტერში
წინამდებარე კრებულში ქვეყნდება გელათის სკოლის წირვის წესის საგალობელთა ორი ვერსია: ნამდვილი კილოს ნიმუშები და სადა კილოს საბავშვო საგალობლები; ასევე, აღდგომის გამშვენებული ოხითანი (ტროპარები) და ღმრთისმშობლისანი რვა ხმისა (თითოეული ხმის ტროპარსა და ღმრთისმშობლისას შორის ჩართულია "დიდება...… აწდა..."). წირვის საგალობლები შესულია წმ. ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძის) ხელნაწერში Q-674 (გვ. 193-244; 245-266), ხოლო აღდგომის ოხითანი და ღმრთისმშობლისანი მისივე ხელნაწერში Q-673 (გვ. 135-185). ხელნაწერი კრებულები კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.
ნამდვილი კილოს წირვის წესის საგალობლები და აღდგომის გამშვენებული ოხითანი ღმრთისმშობლისანითურთ (რვახმისა) პირველად მხოლოდ ორიოდე წლის წინ გამოქვეყნდა კრებულებში ქართული გალობა, ანთოლოგია (XIV და XIX ტომების შემდგენლები და მუსიკალური რედაქტორები: ლევან ვეშაპიძე და სვიმონ ჯანგულაშვილი), თუმცა წიგნების ფორმატიდან გამომდინარე, მათი საღვთისმსახურო პრაქტიკაში გამოყენება მგალობელთათვის გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს.
რაც შეეხება საბავშვო საგალობლებს, ისინი ოცი წლის წინ დაიბეჭდა მცირე ზომის კრებულში ქართული გალობა, გელათის სკოლა: მწუხრის, ცისკრის, ჟამისწირვის, თორმეტ საუფლო და უძრავ დღესასწაულთა, პასექის, პანაშვიდის და ქორწინების საგალობლები (შემდგენლები: მალხაზ ერქვანიძე, ლევან ვეშაპიძე); სამრევლო სკოლების რაოდენობის ზრდამ საბავშვო საგალობელთა ხელახალ ბეჭდურ გამოცემაზე მოთხოვნა გაზარდა. ამდენად, წინამდებარე კრებულში თავმოყრილ საგალობელთა გამოქვეყნება უაღრესად აქტუალურია.
ტომი I - გელათის სკოლა:
მწუხრი - ცისკარი - წირვა
წმინდა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) და დეკანოზ რაჟდენ ხუნდაძის ხელნაწერების მიხედვით
ქართული საეკლესიო გალობის I ტომი წარმოადგენს ძველი ქართული პროფესიული მუსიკის ნიმუშების - ღამისთევის ლოცვისა და ლიტურგიის - საეკლესიო საგალობლების კრებულს. მასში შესულია გელათის საგალობო კილოს 255 საგალობელი, რომლებიც საღმრთისმსახურო წიგნების მიხედვით ტიპიკონურადაა გამართული. ეს არის საუკუნეთა მანძილზე ნევმირებული, უმეტესად კი ზეპირი ტრადიციით გადმოცემული და XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ნოტებზე გადაღებული უძველესი საგალობლების მუსიკალური რედაქტირების პირველი ცდა, რომელიც განხორციელებულია ანჩისხატის ტაძრის გუნდის სამგალობლო პრაქტიკის გათვალისწინებით.
წარმოდგენილი წიგნი IV რედაქტირებული გამოცემაა ეს ახალი გამოცემა გარკვეული ცვლილებებით იმეორებს წინამორბედს. ეს ეხება ალტერაციის ზოგიერთ ნიშანს; გარდა ამისა, თუ წინა გამოცემის მწუხრში საგალობლის - "აწ განუტევე" - ჩვენს მიერ ხმაზე გაწყობილი სამი ვარიანტი იყო შემოთავაზებული (იმ ხანად "ბ", "გ" და "ე" ხმის დედნები არ გაგვაჩნდა), წინამდებარე კრებულში გთავაზობთ აღნიშნული საგალობლის დედნისეულ ვარიანტებს.
წიგნის ხელახალი გამოცემა განაპირობა მასზე მგალობლებისა და მორწმუნე მრევლის დიდმა მოთხოვნილებამ. იგი განკუთვნილია მართლმადიდებლური ტაძრის გუნდებისა და სპეციალისტთა წრეებისათვის.
- კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა: მალხაზ ერქვანიძემ
- რედაქტორი: კომპოზიტორი ნოდარ მამისასვილი
ტომი II - გელათის სკოლა:
(თორმეტ საუფლო და უძრავ დღესასწაულთა საგალობლები)
ქართული საეკლესიო გალობის II ტომი, წარმოადგენს ძველი ქართული პროფესიული მუსიკის ნიმუშების - საეკლესიო საგალობლების კრებულს. მასში შესულია გელათის საგალობო კილოს სადღესასწაულო საგალობლები. ეს არის საუკუნეთა მანძილზე ნევმირებული, უმეტესად ზეპირი ტრადიციით გადმოცემული და XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ნოტებზე გადაღებული უძველესი საგალობლების მუსიკალური რედაქტირების პირველი ცდა, რომელიც განხორციელებულია ანჩისხატის ტაძრის გუნდის სამგალობლო პრაქტიკის გათვალისწინებით.
წიგნი განკუთვნილია მართლმადიდებლური ტაძრის გუნდებისა და სპეციალისტთა წრეებისათვის.
- კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა: მალხაზ ერქვანიძემ
- რედაქტორი: კომპოზიტორი ნოდარ მამისასვილი
- რეცენზენტი: დავით შუღლიაშვილი
"არამედ სამუსიკელოჲ რაჲ რამეთუ ყოვლითურთ სამოსოჲ არს ჩუენი ესე სომოყუსოჲ მორთული წმიდისა მიერ სულისა, და ესეცა სამთა მიერ ფრთონგთა, ვიტყჳ სამთა დაბამვათა, რომელთა მიერ შეინაწევრების ყოველი შეყოვლებული: მზახრ, ჟირ და ბამ, რქმულნი და რანივე მრთველობანი ძალთა და ჴმათანი. ამათ სამთა მიერ მემოქმედეობენ კეთილ ფთოგოვნებათა, რამეთუ უსწორობისაგან მორთულებათაჲსა მიეცემის სისწორე კეთილ დადასვასა მორთულებისასა. ვინაჲ ესთავე რიცხუსა შორის ზესთა წმიდისა სამობისასა იხილო, ვითარმედ მეთქუენი უშვიელობასა მამისასა, და შობასა ძისასა, და გამოვლენასა სულისა ზესთა წმიდისასა, და ერთობასა ბუნებისასა გასხუებულებითა გუამოვნებათაჲთა. ვინაჲ აწ აქა სამუსოდ გასხუაებულთა ზედა იხილო მზახრსა, ჟირსა და ბამსა ერთობაჲ შეყოვლებისაჲ".
იოანე პეტრიწი
"ქართული საეკლესიო მდიდარი მელოდიები წარმოგვიდგენენ არამც თუ მხოლოდ საზოგადო საგალობლებს, არამედ ცალკე ფრაზების აზრს და სიტყვებსაც კი. ამ მხრივ ჩვენი მელოდიები შეუდარებლები არიან და უნდა ვმადლობდეთ გამჩენს, რომ ესეთი დიდი საუნჯე მოუნიჭებია ჩვენთვის, ჩვენი მორწმუნე ერისათვის...
ათასწლობით ქართული გალობა ატკბობს ჩვენს სმენას. გალობა იმთავითვე გვქონდა სამხმიანი და არა უნისონური, როგორც აქვთ ბერძნებს და სომხებს."
კირიონ II (საძაგლიშვილი)
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი
"ჩვენ ჩვენი გალობის გადაგვარების და დამახინჯების შიში აღარა გვაქვს, რადგანაც ის ნოტებზეა დაწერილი თავის საკუთარს ჰანგზე, მაგრამ ეს ნოტებად დაწერილი თუ არ დაიბეჭდა, თუ მისი შესწავლა და ცოდნა არ გავრცელდა სასწავლებლებში, ხალხში და არ გაჩაღდა მისი ღაღადება ეკლესიებში, მაშინ მოკლებული თავის დანიშნულებას, გადაგვარებაზე უარეს მდგომარეობაში დარჩება."
ფილიმონ ქორიძე
ტომი III - აღმოსავლეთის სკოლა
(ქართლ - კახური კილო)
მწუხრი - ცისკარი - წირვა
გადმოცემული ძმები კარბელაშვილების და ანდრია ბენაშვილის მიერ
ქართული საეკლესიო გალობის III ტომი წარმოადგენს ძველი ქართული პროფესიული მუსიკის ნიმუშების - ღამისთევის ლოცვისა და ლიტურგიის - საეკლესიო საგალობლების კრებულს. მასში შესულია აღმოსავლეთ საქართველოს სამგალობლო სკოლის, ე.წ. კარბელაანთ კილოს 239 საგალობელი, რომლებიც საღმრთისმსახურო წიგნების მიხედვით ტიპიკონურადაა გამართული. ეს არის საუკუნეთა მანძილზე ნევმირებული, უმეტესად კი ზეპირი ტრადიციით გადმოცემული და XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ნოტებზე გადაღებული უძველესი საგალობლების მუსიკალური რედაქტირების პირველი ცდა, რომელიც განხორციელებულია ანჩისხატის ტაძრის გუნდის სამგალობლო პრაქტიკის გათვალისწინებით.
კრებულის ხელმეორედ გამოცემა განაპირობა მასზე მგალობლებისა და მორწმუნე მრევლის დიდმა მოთხოვნილებამ. იგი განკუთვნილია მართლმადიდებლური ტაძრის გუნდებისა და სპეციალისტთა წრეებისათვის.
წიგნი გამოდის შესწორებული სახით.
- კრებული შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა: მალხაზ ერქვანიძემ
- საგამომცემლო ჯგუფი დიდ მადლობას უხდის ბატონ გოგა უკლებას გამოცემის ფინანსური მხარდაჭერისათვის და დეკანოზ მიქაელს (წულუკიძე) თანადგომისათვის.
ტომი IV - გელათის სკოლა:
(დიდი მარხვისა და ზატიკის საგალობლები)
"ქართული საეკლესიო გალობის" IV ტომი, წარმოადგენს ძველი ქართული პროფესიული მუსიკის ნიმუშების - საეკლესიო საგალობლების კრებულს. მასში შესულია გელათის საგალობო კილოს დიდი მარხვისა და ზატიკის საგალობლები. ეს არის საუკუნეთა მანძილზე ნევმირებული, უმეტესად ზეპირი ტრადიციით გადმოცემული და XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ნოტებზე გადაღებული უძველესი საგალობლების მუსიკალური რედაქტირების პირველი ცდა, რომელიც განხორციელებულია ანჩისხატის ტაძრის გუნდის სამგალობლო პრაქტიკის გათვალისწინებით.
წიგნი განკუთვნილია მართლმადიდებლური ტაძრის გუნდებისა და სპეციალისტთა წრეებისათვის.
- შემდგენელი და მუსიკალური რედაქტორი: მალხაზ ერქვანიძე
© სრულიად საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრი 2006
ტომი V - გელათისა და შემოქმედის სკოლები:
(წმინდა იოანე ოქროპირის წირვა)
"ქართული საეკლესიო გალობის" V ტომი, წარმოადგენს ძველი ქართული საეკლესიო (პროფესიული) მუსიკის ნიმუშების კრებულს. მასში შესულია წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიის გელათისა და შემოქმედის სკოლის საგალობლები. მუსიკალური რედაქტორის მიერ წარმოდგენილია შემოქმედის სკოლის ის ნიმუშები, რომლებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწიეს სანოტო თუ აუდიო ჩანაწერების სახით. ასევე, გამოცემას თან ერთვის სანოტო დანართი და აუდიო დისკი, რომლებშიც ქართულ ბგერათწყობაში საგალობლების კომპიუტერული და აუდიო ვერსიებია წარმოდგენილი (არტემ ერქომაიშვილისა და მუსიკალური რედაქტორის ხმები). ეს არის გამოცემის სიახლე, რომელიც მნიშვნელოვანია საგალობლების პრაქტიკული და მეცნიერული შესწავლისათვის. (ელექტრონულად განთავსებულ ვერსიაში აუდიო დისკი არ არის წარმოდგენილი)
- შემდგენელი და მუსიკალური რედაქტორი: მალხაზ ერქვანიძემ
რეცენზენტები:
- ნოდარ მამისაშვილი;
- ანზორ ერქომაიშვილი
თანადგომისა და ფინანსური უზრუნველყოფისათვის დიდ მადლობას ვუხდით:
ბატონ ივანე ჩხარტიშვილს და ბატონ შალვა (კოკი) ცეცხლაძეს.
მადლობას ვუხდით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას
© სრულიად საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრი 2008
|